"5 ქართული ბრენდი, რომელიც პირველ რიგში გახსენდებათ" - რომლებს ირჩევს ქართველი მომხმარებელი

"5 ქართული ბრენდი, რომელიც პირველ რიგში გახსენდებათ" - რომლებს ირჩევს ქართველი მომხმარებელი

რამდენიმე დღის წინ bpn.ge-მ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, სახელწოდებით - "5 ქართული ბრენდი, რომელიც პირველ რიგში გახსენდებათ". ჩვენი მკითხველები აქტიურად ჩაერთნენ ამ გამოკითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ სახუმარო კომენტარებიც მივიღეთ, (მაგალითად: "ჯულიეტას არაყი", "მეფრინველეობის ფაბრიკა აირზენა", "მეორადი ტანსაცმელი ევროპიდან" და ა.შ...) რესპონდენტების უმრავლესობა სერიოზულად მოეკიდა გამოკითხვას. ჩვენმა მკითხველებმა რჩეულთა შორის დაასახელეს - "ბორჯომი", "ნაბეღლავი", "ზედაზენი", "მაგთი", "ჯეოსელი", "მედიაპალიტრა" და სხვა კომპანიები, რომლებიც მხარს უბამენ თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებს და მომხმარებელთა შორის პოპულარობით სარგებლობენ. ჩვენც სწორედ ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით შევადგინეთ თანამედროვე, პოპულარული ბრენდების სია, რომლებმაც bpn.ge-ის გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს და მოკლე დროში შეძლეს თავიანთი ადგილის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე.

1. მკითხველებმა პოპულარულ ბრენდებს შორის არაერთხელ დაასახელეს საუკეთესო ქართული ღვინო "ბადაგონი". 2010 წელს, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში, კოვენტ გარდენზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, "დეკანტერის" გამარჯვებულად სწორედ ღვინო "ბადაგონი" დასახელდა და მის მწარმოებლებს ჟიურის უმაღლესი ჯილდო - გრან-პრი გადასცეს. "ბადაგონი" ევროპის საუკეთესო წითელი ღვინოების ასეულში შევიდა, რითაც კიდევ ერთხელ გაუთქვა სახელი ქართული ღვინის ინდუსტრიას. ამ კონკურსზე მსგავსი მაღალი ჯილდო ქართული ღვინის კომპანიას პირველად მიანიჭეს.

2. ჩაი "გურიელი ექსპორტი" პოპულარულია როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ეს ჩაი მოყვანილია დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. "გურიელი ექსპორტი" გაყიდვაში პირველად 2010 წელს გამოჩნდა. ეკოლოგიურად სუფთა, გამორჩეული გემო, მრავალი სასარგებლო თვისება, ექსკლუზიური შეფუთვა - ეს ყველაფერი გახდა საწინდარი იმისა, რომ "გურიელის" ჩაის კლასიკურმა ხაზმა უმოკლეს დროში მოიპოვა მომხმარებლის აღიარება და სიყვარული. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის დამზადებისას კომპანიაში არ იყენებენ ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს, ემულგატორებსა და საღებავებს, რის გამოც "გურიელი ექსპორტი" დიდი მოწონებით სარგებლობს.

3. "კულას" წვენებს საქართველოში უკვე ყველა იცნობს. ამ პროდუქციას "გორის საკონსერვო ქარხანა კულა" აწარმოებს. კომპანია ხილისა და ბოსტნეულისაგან ეკოლოგიურად სუფთა წვენებს ამზადებს. "ოქროს ბრენდი - 2013"-ის დაჯილდოებაზე კომპანია "კულა" გამარჯვებულად დასახელდა და იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებმაც უმოკლეს დროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. 2013 წელს კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. "კულამ" პირველივე წელს მოიპოვა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მწარმოებლის სახელი და ნატურალური წვენების წარმოებაში ლიდერი გახდა. "კულას" პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ისეთ მოწინავე ქვეყნებში, როგორიცაა: აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ...

4. შპს "ბარამბო" 2009 წლის 11 მარტს დაარსდა. კომპანიას ანალოგი არ ჰყავს ამიერკავკასიაში წარმოების მასშტაბითა და ტექნოლოგიით. უმაღლესი ხარისხის ბელგიური ნედლეულის გამოყენებამ და წარმოების მუდმივმა კონტროლმა კომპანიას საშუალება მისცა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტებისათვის მიეღწია. დღეს კომპანია "ბარამბო"-ს ლიდერის პოზიცია უკავია საქართველოს ბაზარზე და ტკბილეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე "ბარამბო" უკვე აღიარებული ბრენდია შოკოლადის წარმოებაში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია