რა მოჰყვა სატანის განდევნის რიტუალს: "თომა ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია"

რა მოჰყვა სატანის განდევნის რიტუალს: "თომა ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია"

ეგზორციზმი - ეს რიტუალია, რომელიც ადამიანისგან ან რაიმე ადგილიდან დემონის ან სულის განდევნას ემსახურება. ტერმინი ადრეულ ქრისტიანობაში ჩნდება, თუმცა ამგვარი რიტუალები კიდევ უფრო ძველი დროით თარიღდება და ბევრი კულტურისა და რელიგიის ნაწილია. ეს საკითხი ჩვენში განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელში სოფელ ჭოგნარში მომხდარი სცენაა ასახული. ვიდეოში "ეშმაკით შეპყრობილ" პიროვნებას ვინმე თომა ბეთანელი "მკურნალობს", ანუ ატარებს სატანის განდევნის რიტუალს. "იმ ბიჭს 5 ეშმაკი ყავს შესეული, ხოლო ტაძრის მღვდელმა იოანემ მიატოვა ეს დემონშეპყრობილი და დაიმალა. მე კი მივედი, დავცხე წიხლი და გამოვდევნე ეშმაკი. მე თომა ვარ, ამბოხებული თომა. მეშვიდე თომა ვარ მე, ცეცხლოვანი ხმლის მფლობელი. რადგან ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე დამემალა, იმ ვიდეოში სწორედ იმას ვუყვირი, მოდი-მეთქი, მაგრამ შეეშინდა ეშმაკისეულის და მე შემატოვა. მერე კიდე ხალხში იქადაგა, თომას ნუ ენდობითო." - განაცხადა შემდგომ თომა ბეთანელმა, რომელიც ამის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა და უკვე ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა. გევსაუბრება სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია:

- როდესაც ადამიანი, მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად თომა ბეთანელზე, ზოგადად ვამბობ, ისეთ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს, ბუნებრივია, რომ მისი ნათქვამი ყოვლად უსაფუძვლოა. შესაბამისად, ასეთი ადამიანი შეუძლებელია მკურნალი იყოს, ვინაიდან, სავარაუდოდ, მას თვითონ სჭირდება მკურნალობა. თომა ბეთანელს არ ვიცნობ, არასდროს მინახავს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც გამიგია და რაზეც საზოგადოებაშიც ლაპარაკობენ, აშკარად ჩანს, რომ ბეთანელი თვითმარქვია ადამიანია, რომლისთვისაც კაბის ჩაცმის ნება არავის მიუცია... მან თვითონ, საკუთარი გადაწყვეტილებით ჩაიცვა კაბა.

ჩვენს საზოგადოებაში უყვართ იმ ადამიანების გაფეტიშება, რომლებისაც თითქოს რაღაც კავშირი აქვთ სასწაულებებთან. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: "ვინც სასწაულს ეძებს, მას სასწაული არასოდეს მიეცემა". სასწაულია ის, რომ ცოცხლები ვართ, ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვების მიტევების შანსი და უფლის მადლის მიღების უფლება. ის ვინც სასწაულებს ეძებს, ვერც სასწაულს მიეახლება და ვერც სასწაულის არსს მიხვდება. შეუძებელია ადამიანმა, რომელიც თავადა არაა განწმენდილი, ვინმეს უმკურნალოს. აქედან გამომდინარე, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს და თვითონ განსაჯოს ვინაა მწყმესი კეთილი, ვინ კი - არა. ამაზე ხმაურის ატეხვა არასწორია, რადგან ყოველთვის არსებობდნენ და არსებებენ ასეთი თვითმარქვია ადამიანები, რომლებიც თავის თავს უწოდებენ "მკურნალს", "მოძღვარს" და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია რწმენა, როდესაც მაცხოვრის პერნაგს სნეული დედაკაცი მიეახლება და განიკურნება, ის მაცხოვარს მადლობა გადაუხდის, რაზეც მაცხოვარი პასუხობს: სარწმუნოებამან შენმა გიხსნა შენო. ჩვენ თუ გვექნება ასეთი რწმენა აუცილებლად განვიკურნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იქნება უფლისგან ნაკურთხი და ღვთისთვის სათნო საქმე. მთავარი სასწაულების მოხდენა არაა, მთავარია ჩვენი

შინაგანი რწმენა.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: ეგზორცისტი თუ აფერა ღვთის სახელით? - "თქვენი ულოცველობით კავკასიონი ჩამოინგრა და ვულკანებიც ამოხეთქავს"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1-ლი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა - რა წერია WHO-ს ვებგვერდზე

"ერთი თვეა დარჩენილი და გვაქვს დრო რაღაც-რაღაცები განვიხილოთ" - შევა თუ არა ცვლილებები სააღდგომო მსახურებაში?

მეუფე შიო - ყველა სნეულება, ყველა მწარე წამალი, მწარე გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში გვხვდება, უფლის ნებით ხდება ან უფლის დაშვებით