რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება

 რა უჯდებათ ქართველ ქალებს მკერდის გადიდება

მკერდის გალამაზებაზე თითქმის ყველა ქალი ზრუნავს. გავრცელებული ინფორმაციით, რინოპლასტიკის (ცხვირის ოპერაცია) შემდეგ, მანდილოსნების უმეტესობა ყველაზე ხშირად მკერდის პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს. რა ღირს საქართველოში მკერდის გადიდება, დაპატარავება, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი ესაუბრება.

- ბატონო გუგა, ხშირად იკეთებენ მანდილოსნები მკერდის გადიდების ოპერაციას?

- ძალიან ბევრ გოგონას აქვს მკერდის გაზრდის სურვილი. კონსულტაციაზე უფრო ბევრი მანდილოსანი მოდის, ვიდრე რეალურად იკეთებს ოპერაციას, რადგან მკერდის გადიდება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

- კონკრეტულად გვითხარით, რა ღირს მკერდის გადიდება?

- მკერდის გადიდება თავისი იმპლანტებით 5500 ლარი ღირს. მკერდზე დაახლოებით 20 სხვადასხვა ტიპის ოპერაცია კეთდება - დაპატარავება, აწევა, მასტოპექსია, მკერდის დამაგრება, გადიდება აწევით და ა.შ.

- მკერდის აწევა რა ღირს?

- გააჩნია ოპერაცია. 1500 ლარიც ღირს აწევა და უფრო მეტიც. მკერდის დაპატარავების ოპერაციაც ტარდება, თუ გიგანტომასტია აქვს ქალს, ანუ ძალიან დიდი ზომის მკერდი აქვს, მისი დაპატარავება 4 000 ლარი ჯდება.

- რამდენი ხანი ტარდება მკერდის ოპერაცია?

- 40 წუთი სჭირდება თვითონ ოპერაციას, ეს არ არის რთული ოპერაცია. პაციენტი ერთი დღით რჩება კლინიკაში და მეორე დღეს სპეციალური ბანდაჟით ხდება მისი გაწერა სახლში.

- არსებობს მოსაზრება, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია იწვევს მკერდის სიმსივნეს და ბევრი სწორედ ამის გამო იკავებს თავს მკერდის პლასტიკური ოპერაციისგან...

- ამაზე აღარ ლაპარაკობს მსოფლიო უკვე 15 წელია. ეს შეიძლება საქართველოში თქვან. ბოლოს ეს პროცესი 1996 წელს იყო. არც ერთი იმპლანტი ავთვისებიან სიმსივნეს და სხვა დაავადებას არ იწვევს. ამაზე უამრავი მილიარდი დოლარია დახარჯულია. 1965 წლიდან 1996 წლამდე ხდებოდა ამის გამოკვლევა. ავთვისებიანი სიმსივნე თუ უნდა გაჩნდეს, ისედაც გაჩნდება. არანაირ კავშირში არ არის ეს ერთმანეთთან.

- ცნობილია, რომ მამაკაცებიც ხშირად მიმართავენ პლასტიკურ ქირურგს მკერდის დაპატარავების მიზნით… რა შემთხვევაში ხდება ეს?

- ეს არის გინეკომასტია. ქალს ხომ აქვს სარჯევე ჯირკვალი, რომელიც ლაქტაციის დროს გამოიმუშავებს რძეს? ასევე აქვს სარძევე ჯირკვალი მამაკაცსაც, ზოგ შემთხვევაში ხდება განვითარება ამ ჯირკვლის, ანუ დიდდება ზომაში, ამ შემთხვევაში აუცილებელია ოპერაცია და სარძევე ჯირკავლი უნდა ამოიღო, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს გადადის ავთვისებიან სიმსივნეში. ასეთ ოპერაციებს მარტო ჩვენ არ ვაკეთებთ, ვიძახებთ მამოლოგებს, რომელიც მკერდს მკურნალობს. ის იღებს სარძევე ჯირკვალს და ჩვენ ზემოდან ვაკეთებთ პლასტიკურ ოპერაციას. მკერდი ზომაში რომ მატულობს და ამას შეამჩნევ, უნდა მიხვიდე ექიმთან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია