არასრულწლოვან ქეთის დედ-მამამ ბავშვი გაუშვილა - "ხელი იძულებით მომაწერინეს"

არასრულწლოვან ქეთის დედ-მამამ ბავშვი გაუშვილა - "ხელი იძულებით მომაწერინეს"

ინტერნეტგამოცემა Mshoblebi.ge-ს რედაქციას 17 წლის ქეთიმ მიწერა, რომელიც ამბობს, რომ 17 წლის ასაკში საყვარელი ბიჭისგან დაორსულდა. გოგონამ ბავშვი გააჩინა, თუმცა ის მშობლემბმა გაუშვილეს.

"მინდა ჩემი პრობლემის შესახებ გიამბოთ. 17 წლის ასაკში შემიყვარდა პიროვნება, რომლისგანაც დავფეხმძიმდი. ეს ამბავი ვერავის გავანდე და გადავწყვიტე დამემალა. მხოლოდ ერთმა მეგობარმა იცოდა ჩემი დარდის შესახებ. რატომღაც არც მიფიქრია, ბავშვი მომეცილებინა. ეს ყველაფერი ასევე იცოდა ბავშვის მამამ, რომელმაც თავი აარიდა ჩემს პრობლემას. მას აზრადაც არ გაუვლია, რომ ე.წ. ტესტი შეიძლებოდა მართალი ყოფილიყო.

ჩვენი ურთიერთობა ორსულობის 4 თვემდე გაგრძელდა და როცა დაზუსტებით მივიღე ექოსკოოპიის პასუხი, ის ბიჭი ადგა და უსიტყვოდ დამტოვა.

ამის შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი მდგომარეობა მშობლებმა გაიგეს, რომლებმაც გადაწყვიტეს, ბავშვი მოეშორებინათ ჩემთვის, ექიმებმა კი პასუხისმგებლობა არ აიღეს საკუთარ თავზე, რადგან ამ დროს უკვე 17 კვირის ორსული ვიყავი. აბორტი გამოირიცხა და ახალი ეტაპი დაიწყო: მოდიოდნენ მსურველები, რომლებსაც ბავშვის აყვანა უნდოდათ. ერთ-ერთ ოჯახს ჩემებმა უარი უთხრეს - ჩვენი თანაქალაქელები იყვნენ და ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბავშვს იოლად მოვძებნიდი. ამიტომ ისეთი ხალხი მიიღეს, რომლებიც ჩემი რაიონიდან შორს ცხოვრობდნენ.

მთელი ეს პერიოდი სახლში ვიყავი - მმალავდნენ, რომ არავის გაეგო ჩემი ორსულობის ამბავი. მე ამ პერიოდში სახლში მმალავდნენ. არც იმ ხალხთან მაჩენდნენ, ვინც მომავალი ბავშვის აყვანას ცდილობდა.

ერთ დღესაც დედამ გამომიცხადა, რომ მივყავდი ოჯახში, რომელიც თავისი მეგობრისთვის შვილს ეძებდა. ჩანთა ჩამილაგა და წამიყვანა.

რატომღაც არ დამიჯერებია, რომ მათ ბავშვი მეგობრისთვის უნდოდათ. თავად იყვნენ უშვილოები და სურდათ, მათ თვალწინ ჩაევლო ჩემი ორსულობის ბოლო პერიოდს. დედამ დამტოვა მათ ოჯახში და თავად სახლში დაბრუნდა.

სამთვენახევარი ვიცხოვრე მათთან, იქიდანვე დავდიოდი ექიმებთან გამოკვლევებზე. არაფრით მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ ბავშვი სხვისთვის უნდა მიმეცა. ერთ დღეს კატეგორიულად მოვითხოვე, იმ ოჯახიდან წავეყვანე, მაგრამ დედაჩემმა ჩემი აზრი არ გაითვალისწინა და დამემუქრა, რომ ფეხმძიმეს ქუჩაში დამტოვებდა(ამ დროს 8 თვის ორსული ვიყავი). სხვა გამოსავალი არ მქონდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია