"მაესტროზე" წამყვანები ფაქტობრივად, ტირიან" - ცნობილი ჟურნალისტები არხზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

"მაესტროზე" წამყვანები ფაქტობრივად, ტირიან" - ცნობილი ჟურნალისტები არხზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელის,  კოტე გოგელიას გადაწყვეტილებით, არხი ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვა, რასაც ტელევიზიის ცენტრალური საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "მაესტროს ცხრიანის" დახურვა, რეორგანიზაციის გამოცხადება და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების წასვლა მოჰყვა,  მიმდინარე მოვლენებს ჟურნალისტები  ეხმიანებიან.

თეონა გეგელია:

MaestroTV, ნათელში იყავი RIP

დიანა ტრაპაიძე:

მეზიზღება სიტყვა რეორგანიზაცია

იმედა დარსალია:

მაესტროზე წამყვანები ფაქტიურად ტირიან. რა რთულია არასტაბილურობა და მომაკვდინებელი...

მიშა ფეიქრიშვილი:

ჩემი გული მაესტროს ჟურნალისტებს!!! :(((

ნანუკა ჟორჟოლიანი:

მაესტროს "რეორგანიზაცია" ზე პროტესტს ვერ ვხედავ რაღაც:) პოსტს ვწერ ქვეყნიდა , სადაც მედია "წნეხისგან განთავისუფლდა"

პ.ს. არ დაგავიწყდეთ რეორგანიზებულ დახურული მეცხრე არხი და ტვ 3. და გახნამდე დახურული ახალი ტელევიზიაც.

ჟანა ასანიძე:

არაა მასობრივი პროტესტი...ან როგორ იქნება, როცა კოკა ყანდიაშვილის წონითი კატეგორია არ გვყავს ქვეყანაში თურმე და ამ მენტალურად ნაძირალამ უნდა უკარნახოს ყველას, როგორ მოიქცეს.

ჟურნალისტების კომენტარები აღებულია მათი პირადი "ფეისბუქის" გვერდებიდან.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, ტელევიზიაში ნინო ჟიჟილაშვილს კოკა ყანდიაშვილი შეცვლის. იმის გამო, რომ კოკა ყანდიაშვილი საქართველოს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, არხის ჟურნალისტებში გაჩნდა განცდა, რომ ის ტელევიზიაში სახელისუფლო ინტერესებს გაატარებს.

"მე ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, თუ რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ", - ამის შესახებ "მაესტროს" ჟურნალისტმა გიგი გაგუამ განაცხადა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია