რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა? - "საზეიმო ხარჯები" ერთ ინფოგრაფიკაში

რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა? - "საზეიმო ხარჯები" ერთ ინფოგრაფიკაში

ახალი წლის მოახლოება საახალწლო სამზადისის დაწყებას და შესაბამისად, საჭირო პროდუქტებისა თუ საახალწლო აქსესუარების შეძენას უკავშირდება. ყველა, ქართული ტრადიციების დამცველი თუ უბრალოდ, დღესასწაულების მოყვარული, ცდილობს სადღესასწაულო სუფრა განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაგეგმოს და ახალ წელს, შეძლებისდაგვარად, ბარაქიანი სუფრით შეხვდეს. Bpn.ge დაინტერესდა, რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის და როგორია ბაზარზე არსებული ფასები.

Bpn.ge-მ გამოკითხვა 15 დეკემბერს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, გამოკითხულთა 40, 5 % საახალწლო სამზადისისთვის 500 ლარის და მეტის დახარჯვას გეგმავს, მაშინ როცა გამოკითხულთა 25, 4 % 300-დან 500 ლარამდე დახარჯავს. 16,8 % -ს 100 -დან 300 ლარამდე თანხა აქვს საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი, 17,3% კი 0-დან 100 ლარის ოდენობის თანხას დახარჯავს.

მიუხედავად იმისა, თუ რა თანხას დახარჯავს მომხმარებელი საახალწლო სამზადისისთვის, ბაზარზე არსებული პროდუქტისა და საახალწლო აქსესუარების ფასების შესახებ ინფორმაცია ყველას აინტერესებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა დაჯდება არსებული ფასებით საახაწლო სუფრა.

არსებული ფასებით 1 კილოგრამი ქათამი ბაზრებსა და ბაზრობებზე 4,50 ლარიდან იწყება. თევზი სახეობების მიხედვით 1 კილოგრამი 2-8 ლარი ღირს. იმერულ ყველს 1 კილოგრამს მომხმარებელი 7,50-8 ლარად შეიძენს. 1 კილოგრამი ღორის ხორცი 11 ლარი ღირს, საქონლის - 12 ლარი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბაზარზე მომუშავე გამყიდველების თქმით, ჯერ მომხმარებლის აქტიურობა არ იგრძნობა. ეს განსაკუთრებით, მალფუჭებად პროდუქტებს ეხება. მყიდველების აქტიურობის მთავარ ტალღას 25-26 დეკემბრიდან ელიან.

რაც შეეხება საახალწლო ტკბილეულს...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია