"ცეცხლს კახა მზერით აჩენდა" - ჩვეულებრივი ბიჭის არაჩვეულებრივი თავგადასავალი

"ცეცხლს კახა მზერით აჩენდა" - ჩვეულებრივი ბიჭის არაჩვეულებრივი თავგადასავალი

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბიჭია: ჰყავს მშობლები, ცოლ-შვილი, მეგობრები, რომლებსაც ძალიან უყვართ. ამბობენ, რომ საოცრად მშვიდი ბუნების ადამიანია,

მისი მეუღლეც კი ვერ იხსენებს, ბოლოს როდის ნახა გაბრაზებული ან თუნდაც გაღიზიანებული... განსაკუთრებულად მშვიდი ბუნების გარდა, კახა გაბოძე სხვებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ხიფათი "არ ეკარება" და ავადაც არასდროს ხდება. პატარაობისას კუპრივით შავი თმა და თვალები ჰქონია, რის გამოც ბებია დაეჭვებული მზერით აცქერდებოდა და ამბობდა, - არა მგონია, ეს ჩვეულებრივი ბავშვი იყოსო... 10 წლის იყო, როცა წარმოუდგენელი ამბავი გადახდა თავს, რის გამოც ერთდროულად, კრიმინალებიც და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ მისით...

ლია ჯახველაძე, კახას დედა:

- ორშაბათი იყო. კახა სკოლიდან შინ დაბრუნდა. ვახშმის შემდეგ მეცადინეობა დააპირა და ჩანთის ასაღებად დერეფანში გავიდა. მოულოდნელად, ფურცელს, რომელიც ჩანთის გვერდით იდო, ცეცხლი წაეკიდა. ფურცელთან ერთად, კედელზე გაკრული კალენდარიც დაიწვა. შეშინებულმა ბავშვებმა (კახამ და მისმა 4 წლის ძმამ) და ბებიამ მეზობლებს დაუძახეს: მე და ჩემი მეუღლე ამ დროს სამსახურში ვიყავით... ბებიამ ცეცხლის გაჩენა ვერაფრით ახსნა და ბავშვებს დააბრალა. უეცრად ცეცხლი წაეკიდა სამზარეულოს კედელზე გაკრულ ორ კალენდარს, რომლებიც სასწრაფოდ ჩამოხიეს. მაგრამ ალი ლოჯიაში გაკრულ რუკაზე გადავიდა, შემდეგ - საძინებელ ოთახში მდგარ საწერ მაგიდაზე... ამასობაში მე და ჩემი მეუღლეც დავბრუნდით და სწრაფად აალებადი ნივთების (წიგნები, ქაღალდები...) სახლიდან გატანა დავიწყეთ. უცნაური რა იყო, იცით? როდესაც ცეცხლწაკიდებულ რვეულს ხელი დავავლე და აბაზანაში ჩასაგდებად გავაქანე, ალმა ხელზე გადამიარა, მაგრამ სიმხურვალე ოდნავადაც ვერ ვიგრძენი. ცეცხლწაკიდებულ ნივთებს მეზობლებიც შეეხნენ, მაგრამ არც მათ დასწვიათ რამე... ცეცხლის ჩაქრობა მას შემდეგ მოვახერხეთ, რაც კახამ დაიძინა... იმ დღიდან მოყოლებული, ასეთი ამბავი ჩვენს სახლში ხშირად ხდებოდა. გაირკვა, რომ ცეცხლს კახა მზერით აჩენდა.

- მიზანმიმართულად აჩენდა თუ უნებლიეთ?

- უნებლიეთ. გაღიზიანდებოდა ან გაბრაზდებოდა თუ არა, მაშინვე თავი ასტკივდებოდა, მერე უცებ მოეშვებოდა და სადღაც, რაღაცას ცეცხლი ეკიდებოდა.

- მხოლოდ ქაღალდის ფურცლებს და ქსოვილებს წვავდა თუ - უფრო მყარ საგნებსაც?

- ძირითადად, ქაღალდსა და ქსოვილს, მაგრამ ზოგჯერ - ავეჯსაც. ერთხელ კახა სოფელში იყო და ბავშვებთან ერთად, ეზოში "დაჭერობანას" თუ "ომობანას" თამაშობდა. ამ ამბავს შემთხვევით მეზობლის ქალი შეესწრო, რომელმაც ასეთი რამ დაინახა: კახა გარბოდა; მოულოდნელად ხის ღობეს გადააწყდა, რომელიც ადრე იქ არ იყო; კახა შეყოვნდა, ღობეს შეხედა და ზედ გადაევლო; ღობეს ცეცხლი წაეკიდაო... გადავწყვიტე, ბავშვი ექსტრასენსთან მიმეყვანა. მივედით ვინმე ხოროშუხინთან. უცნაური იყო კახასა და ამ ექსტრასენსის შეხვედრა - ერთმანეთს ვამპირებივით უყურებდნენ... ხოროშუხინმა ბავშვი გასინჯა და მითხრა, რომ კახას ჰქონდა დიდი ენერგია, რომელსაც ვერ მართავდა და აფექტისას ძალაუნებურად ავლენდა. ამის მერე ვცდილობდი, ბავშვი არ გამეღიზიანებინა, არც მეცადინეობას ვაძალებდი, არც - სკოლაში სიარულს... მოგვიანებით, ხოროშუხინმა მეცნიერებათა აკადემიაში, თალეს შონიასთან მისვლა გვირჩია. მეცნიერებათა აკადემიაში არა მხოლოდ კახა გამოიკვლიეს, არამედ ის ადგილიც, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი კორპუსის საძირკველში ბევრი გვამი ყოფილა ჩამარხული (ძველი დროიდან შემორჩენილი); მიცვალებულის ძვალი და ფოსფორი ცუდი ენერგიის მატარებელია. მეორე სართულზე ვცხოვრობთ და მიწასთან ახლოს ვართ. ამ ენერგიას ყველა ვერ გრძნობს, მაგრამ კახაზე ის ცუდად მოქმედებს. ჩვენს სახლში არის ოთახები, სადაც კახა დღემდე არ შედის. მაგალითად, საძინებელში შევა თუ არა, მაშინვე თავის ტკივილი ეწყება...

- დახმარებისთვის ეკლესიას არ მიმართეთ?

- ერთხანს კახამ ამოიჩემა, - ბაბუა მესიზმრებაო... ერთხელაც, ეკლესიაში რომ შევედით, კახა წმინდა ნიკოლოზის ხატთან შეჩერდა და თქვა, - დედა, აი, ეს ბაბუა მესიზმრებაო. წმინდა ნიკოლოზი სიზმარში თურმე რაღაც რჩევებს აძლევდა, მაგრამ ამ ყველაფერს ბავშვი ვერ აანალიზებდა... დროთა განმავლობაში, კახას წარსულის "დანახვისა" და მომავლის წინასწარმეტყველების უნარიც მიეცა.

- ამას რაიმე ნივთების მეშვეობით აკეთებდა?

- არა, ნივთებს არ იყენებდა. თუ ექსტრასენსი დააძინებდა, დასმულ კითხვებზე ზუსტ პასუხებს გვცემდა. არ მინდოდა, ჩემი შვილი მკითხავი გამხდარიყო, თან ვცდილობდით, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა მაინც გაიგეს. ერთხელ ვაზიანის სამხედრო ნაწილიდან მოგვაკითხეს და გვითხრეს, - იარაღით დატვირთული "კამაზი" დავკარგეთ და იქნებ დაგვეხმაროთო! კახამ უთხრა, - მარნეულში, ცენტრალურ მოედანზე დგას და ერთ-ერთ Yსოფელში წასვლას აპირებსო. გაირკვა, რომ კახა მართალი იყო... "დეზერტირების ბაზრის" დირექტორმა - ლაერტ ზუბადალაშვილმა დაკარგული საბუთების მოსაძებნად მოგვაკითხა. ჩემმა შვილმა უთხრა, - საბუთებს ნუ ეძებთ, საქართველოდან წადით, მოსაკლავად დაგდევენო. არ დაიჯერა და ზუსტად ორ კვირაში, "პირიმზის" წინ, მანქანაში ჩაცხრილეს. გია ყარყარაშვილის დაცვის წევრები გვესტუმრნენ: ფულით სავსე კეისი დავკარგეთ და უნდა დაგვეხმაროთო. კახამ უთხრა, - როდესაც გეძინათ, თქვენმა მეგობარმა მოგპარათო. ქურდობაში "მხილებული" იქვე იდგა; ისე გაბრაზდა, რომ ბავშვს შუბლზე გადატენილი იარაღი დაადო... საბოლოოდ გადავწყვიტე, კახა ამ "ნიჭისგან" როგორღაც გამეთავისუფლებინა და დახმარებისთვის ისევ თალეს შონიას მივმართე. ბატონი თალესი სპეციალური აპარატურის მეშვეობით განმუხტვის პროცედურებს უტარებდა. დროთა განმავლობაში, წინასწარმეტყველებაც შეწყვიტა და თვალებითაც აღარაფერს წვავდა.

- ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდა? განაგრძეთ კითხვა

"მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება" - გამყრელიძე

"კარფურის" ორი ჰიპერმარკეტი დროებით მუშაობას აჩერებს - კომპანიის განცხადება

სოციალური დისტანციის დარღვევისთვის "კარფური" და "გუდვილი" 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს