წმინდა სინოდი - საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არასწორად მიეწოდება

წმინდა სინოდი - საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია არასწორად მიეწოდება

წმინდა სინოდი მიიჩნევს, რომ არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას.

როგორც წმინდა სინოდის ოქმშია ნათქვამი, ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს. "შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია); რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი).

წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი. ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია); ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე)", - ნათქვამია სინოდის ოქმში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია