5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები

5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები

მდიდარი ადამიანები არასოდეს ასაჯაროვებენ მათი ცხოვრების ამბებს, თუმცა დაფარული არაფერი რჩება, მით უმეტეს, საქართველოში. Ambebi.ge ხუთი ყველაზე პოპულარული მდიდარი ქართული ოჯახის შესახებ მოგითხრობთ.

თემურ ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ამერიკაში ცხოვრობს. მისი და მისი ოჯახის შესახებ თბილისში უამრავი ჭორი დადის. ოქტომბრის არჩევნებამდე ალასანიას შვილები, ნიკა და გიორგი ალასანიები თბილისში ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ მისი ვაჟი გიორგი "ტელეიმედში" მუშაობდა. რძალი, ნიკა ალასანიას მეუღლე ლიკა ევგენიძე კი "სხვა შუადღის" წამყვანი იყო "რუსთავი 2"-ზე. როგორც ამბობენ, ალასანიები მანჰეტენზე ცხვრობენ. თემურ ალასანიას რძალი ლიკა ევგენიძე კი ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება. ამბობენ, რომ მათ ხშირად სტუმრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თემურ ალასანიას დის შვილია.

ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილი ქართულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ჩხარტიშვილი და მისი ოჯახი ამჯერად ინგლისში ცხოვრობს. ბიზნესმენი და მისი ქალიშვილი ნათია ჩხარტიშვილი ხშირად სტუმრობენ საქართველოს. ვანო ჩხარტიშვილი, წლების წინ, ტელეკომპანია "მზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 2003 წელს გაიხსნა. 2003 წლის სექტემბერში ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2006 წელს მან ტელეკომპანია დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა. ამბობენ, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბენზინის ბიზნესშიც არის ჩართული. ის ხშირად ეხვეოდა სკანდალებში, როგორც საკუთარი ბიზნესის და პოლიტიკური აქტიურობის, ასევე ოჯახის წევრების, კერძოდ შვილების გამო. მისი ქალიშვილის, ნათია ჩხარტიშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ყველასთვის ცნობილია. ის ბორისპოლის აეროპორტიდან მოიტაცეს, სადაც საქმროსთან, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან დავით ტაბუცაძესთან ერთად იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ეს ოპერაცია ვანო ჩხარტიშვილმა დაგეგმა, რომელსაც ტაბუცაძე არ მოსწონდა სიძედ, თუმცა ჩხარტიშვილების ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ დავითი ნათიას სახელმწიფოს დაკვეთით დაუახლოვა, რადგან ზეგავლენა მოეხდინათ ვანო ჩხარტიშვილზე. ნათია ჩხარტიშვილის ცხოვრებაში კიდევ იყო ერთი სკანდალი; მას მომღერალი, ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე უყვარდა, რომელსაც ცოლად გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყო და ჩხაიძე ჩხარტიშვილის გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილის ვაჟს, მიხეილ ჩხარტიშვილს, მან ყურადღება ქორწილით მიიქცია. მიხეილ ჩხარტიშვილმა გრანდიოზულ ქორწილი 2009 წელს წინანდალში გადაიხადა, სადაც უზბეკი მილიარდერიც იმყოფებოდა სტუმრად, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, გივი სიხარულიძეს 200 000 დოლარი აჩუქა.

თემურ უგულავა

ბიზნესმენ თემურ უგულავას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით 60.000.000$ -ს შეადგენს. ის კაზინო "აჭარას" მფლობელი იყო. როგორც ამბობენ, ამჯერად უგულავას საკუთრებაშია სასტუმროები თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რამდენიმე თვის წინ "აჭარაბეთში" ფინანური პოლიცია შევიდა, სახელმწიფო თემურ უგულავას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავა სახელმწიფომ 120 მილიონით დააჯარიმა, რომელიც ბიზნესმენმა უკვე გადაიხადა. თემურ უგულავას რამდენიმე ცოლი ჰყავდა, თუმცა სამოქალაქო ქორწინებაში დღემდე იმყოფება ბაია დავითაიასთან. როგორც ამბობენ, ბაია დავითაია ყველაზე მდიდარი ქართველი ქალია. ის ამერიკაში ცხოვრობს. დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

კოტე გოგელია და მაკა ასათიანი

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანი ოჯახი, ბოლო დროს აქტუალური გახდა. მათ წლების წინ იქორწინეს და საერთო ვაჟი, კონსტანტინე ჰყავთ. მაკა ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობს, კოტე კი რუსეთში, ამიტომ ხშირად უწევთ მოგზაურობა. კოტე გოგელიას ქონება არაოფიციალური მონაცემებით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. გოგელიას საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს საქართველოშიც, ის ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელია. კიდევ ერთი ბიზნესი საქართველოში, რომელსაც არაოფიციალურად გოგელიას სახელს უკავშირებენ, გაზგასამართი სადგურია, რომელიც მაღლივის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

გია ჯოხთაბერიძე

ედუარდ შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე ფიჭური კომპანია "მაგთიკომის" რეალური მფლობელი და მმართველია. 2004 წელს გია ჯოხთაბერიძე დააკავეს. ის იმ დროს აიყვანეს თბილისის აეროპორტში, როცა პარტნიორთა შეკრებაზე მიფრინავდა ამერიკაში. ჯოხთაბერიძის მეუღლე მანანა შევარდნაძე მეუღლის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა და ქვეყნის დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა ჯოხთაბერიძეების ოჯახი საქართველოში დარჩა და ბიზნესსაქმიანობაც ჩვეულებრივად განაგრძეს. გავრცელებული ინფორმაციით, გია ჯოხთაბერიძე გუდიაშვილის ქუჩაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმს აშენებს, სადაც ხშირად მიდის და თავად აკვირდება მშენებლობის პროცესს. სამშენებლო პროექტი, ცნობილმა გერმანულმა კომპანიებმა W+P და Plan forward–მა დააპროექტეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"აშშ-ში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე" - ახალგაზრდა კახელი ფერმერი ამერიკული გამოცდილებით

აჭარაში სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 494 პაციენტი მკურნალობს - მათგან 41 მოზარდი და 15 ორსული