7 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

7 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

7 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. მათ შორის წვიმაა მოსალოდნელი თბილისშიც. ამასთან, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 17-22 მეტრი წამში.

დღეს, ღამით თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +2; ხვალ დღისით კი +7 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით +1;+6; ხვალ დღისით – +3;+8 იქნება; მთაში და მაღალმთაში კი ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით ჰაერის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია -3;+2; დღისით +4;+9; მთასა და მაღალმთაში შესაძლოა ითოვოს. ნინო წვერავას განცხადებით, 4 იანვრის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოსი არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. კერძოდ, 5-6 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.

7 იანვარიდან საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა თოვლში გადავა. მათ შორის თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. 8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრ წამი იქნება. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია