ილია მეორე - სიღარიბემ შეჩვევა იცის და ეს ძალიან საშიშია

ილია მეორე - სიღარიბემ შეჩვევა იცის და ეს ძალიან საშიშია

სიღარიბემ შეჩვევა იცის და ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.

პატრიარქი მიიჩნევს, რომ ადამიანი უნდა ეძებდეს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში და ყოველი ადამიანი თუ კარგად იფიქრებს, თავის ადგილს ნახავს.

"ადამიანმა უნდა იპოვოს უპირველესად ღმერთი. არ არის რთული ღმერთის პოვნა, ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს როგორ ოჯახში გაიზრდება ბავშვი, რას ასწავლიან მშობლები. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, რომ ერთი ხმამაღალი სიტყვა ან დაყვირება არ გამიგონია", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ აღნიშნა, რომ თუ ადამიანი იპოვის ღმერთს, მაშინ თავის თავსაც და ადგილსაც იპოვის.

"საქმე იმაშია, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცხოვრება განსაცდელია, გამოცდაა და გამოცდას თუ ჩააბარებს, ის ბედნიერია. არის რწმენა და ცრურწმენა და ადამიანმა ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა იპოვოს. მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი ბედნიერი, ღმერთის გარეშე. ღმერთი აძლევს ბედნიერებას. ბედნიერება ეს რთული პროცესია. ადამიანმა უნდა ნახოს თავისი ადგილი და იშრომოს. უნდა იღვაწოს არა მარტო თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, სხვებისთვის და განსაკუთრებით გაჭირვებულებისთვის", - განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანს სიკეთის კეთება დიდ სიხარულს ანიჭებს, რადგან სიკეთე ღვთის წინაშე არ იკარგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია