ილია მეორე - ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს

ილია მეორე - ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიჩნევს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უწმინდესმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა. ამით პატრიარქი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა.

"ეს რთული პროცესია. მე მქონდა შეხვედრა ინგლისის დედოფალთან. მან თქვა - ძნელია პატარა ქვეყნისთვის დიდი ქვეყნის გვერდით არსებობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით, ტერიტორიის სენით და უნდა რომ მიუმატოს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ უვლის იმ არსებულსაც და მაინც ცდილობს დაიკავოს სხვისი ტერიტორია", - განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორე ფიქრობს, რომ უნდა გამოინახოს საერთო ენა, გზები. "ევროპის ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ, მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ამიტომ ჩვენ, მათთან ერთად, უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, რომ ის პოლიტიკა, რასაც რუსეთი აწარმოებს, უარყოფითად მიუბრუნდება თვითონ რუსეთს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სეპარატიზმი არის გადამდები სენი და ისევ რუსეთს მიუბრუნდება ეს. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა გააანალიზოს მდგომარება და უნდა გამოვნახოთ გზები, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ხანდახან ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და ცხინვალი. ჩვენ არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებს ამას და ისევ ჩვენთან დაბრუნდება. აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან უფრო ბედნიერი იქნებიან ისინი, ვიდრე რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან", - განაცხადა პატრიარქმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია