ილია მეორე - თანხა, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირების ხელფასებზე არ ნაწილდება

ილია მეორე - თანხა, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირების ხელფასებზე არ ნაწილდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აცხადებს, რომ ის თანხა, რომლითაც ეკლესია სახელმწიფოსგან ფინანსდება, სასულიერო პირების ხელფასებზე არ ნაწილდება. ამის შესახებ პატრიარქმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ოლიკო ბაბლუანის საავტორო გადაცემაში "მშვიდობით იარაღო" განაცხადა.

"მე ერთი რამ მინდა ვთქვა – ის, რასაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს, მთლიანად ნაწილდება სასწავლებლებზე. მარტო 40-მდე საშუალო სკოლაა, თავისი ხელფასებით, მთელი ხარჯებით. უნივერსიტეტებია, ბავშვთა სახლები, მოხუცებულთა სახლები. ის დახმარება, რომელსაც სახელმწიფო გვაძლევს, თითქმის ნახევარსაც არ ჰყოფნის და ვცდილობთ ვიშოვოთ ან ვიღაც შემოგვწირავს და ამას ვუმატებთ. ეს არ ნაწილდება სამღვდელოებაზე. არავითარ ხელაფსებს არ ღებულობენ აქედან", -განაცხადა პატრიარქმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია