დედის წერილი შვილის დედინაცვალს – დაუჯერებელი სიტყვები

დედის წერილი შვილის დედინაცვალს – დაუჯერებელი სიტყვები

ჩვენ მივეჩვიეთ, რომ განქორწინების შემდეგ ადამიანებს ნეგატიური განწყობა აქვთ ერთმანეთის მიმართ. განსაკუთრებულად უსიამოვნო განწყობა ეუფლებათ ხოლმე ყოფილების ახალი მეორე ნახევრების მიმართ. თუმცა იმ ქალმა, რომელზეც ახლა გიამბობთ, ყველა სტერეოტიპი დაანგრია: მან ღია წერილი მისწერა თავისი ყოფილი ქმრის ცოლს, რომელშიც მისადმი დამოკიდებულება გამოხატა.

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. როცა ოჯახზე ვოცნებობდი, მასში მოვიაზრებოდით მე, ჩემი ქმარი და ბავშვები. არავითარი უცხო ქალი. ვფიქრობ, ეს არც შენს გეგმებში ყოფილა. კიდევ იმას ვფიქრობმ რომ საეჭვოა, ოდესმე გნდომებოდა სხვისი შვილის გაზრდა. მაგრამ რაკი ჩემი პატარა ოჯახი დაინგრა, ვიცოდი, რომ ერთხელ შენც გამოჩნდებოდი.

საშინელ ცხოველად მესახებოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქალიშვილი არასდროს იქნებოდა შენთან ისე, როგორც დედასთან. იმედი მქონდა, რომ ძალიან ცუდად გამოიყურებოდი და ჩემი გოგონა არასდროს გცემდა პატივს. მისი მამაც მიხვდებოდი, რომ მეორეხარისხოვან ქალს დაუკავშირა ცხოვრება – ჩემზე უარესს. ცუდი ფიქრები მიტრიალებდა თავში, რადგან წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ვიღაც შეიძლებოდა მეორე დედად გახდომოდა ჩემს ქალიშვილს.

მერე კი ჩვენ გავიცანით ერთმანეთი.

საშინელი გარეგნობა უნდა გქონოდა, მაგრამ ლამაზი აღმოჩნდი. ავი და ანჩხლი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ასეც არ აღმოჩნდა – ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი აღმოჩნდი. ასე რომ, ჩემი ყველა "გეგმა" ჩაიფუშა.

შენი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ ჩემი გაცნობა არც შენთვის იყო იოლი. და გულზე მომეშვა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია