ეკა ბესელიამ საზოგადოება ინგლისურის შემდეგ ჩაცმულობით "დაშოკა"

ეკა ბესელიამ საზოგადოება ინგლისურის შემდეგ ჩაცმულობით "დაშოკა"

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ შეეგებნენ. დავით უსუფაშვილმა და დეპუტატებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულით სავსე კალათები გადასცეს.

დეპუტატებს შორის იმყოფებოდა ეკა ბესელიაც, რომლის ჩაცმულობას ინტერნეტმომხმარებლების კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. განსაკუთრებული კრიტიკა მისმა ჩექმამ გამოიწვია.

ეკა ბესელიას ჩაცმულობით იმდენად "აღფრთოვანდა" "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომ ოპონენტ კოლეგას ლექსიც კი მიუძღვნა.

"თუმცა თოვლი არ მოვიდა,

ვერც მთავრობამ შექმნა,

მაგრამ მაინც გადაგვპენტა

ბესელიას ჩექმამ", - დაწერა ხაჩიძემ "ფეისბუქზე".

კიდევ ერთ ინტერნეტმომხმარებელს, ხათუნა ხაბულიანს კი ასეთი იდეა გაუჩნდა:

"ამას (ეკა ბესელიას ჩექმას) გავიტანდი ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონში სათაურით

"უსიტყვო კაპიტულაცია"

იქნებ იფიქროთ, ვინც აპირებთ კონკურსში მონაწილეობას. მე პირადად არ ვაპირებ სრულიად გააზრებულად

პ.ს.იმასაც დავამატებ, რომ არცერთი ქართული პარტიის მხარდამჭერი არ ვარ".

აღსანიშნავია, რომ ეკა ბესელიას ჩაცმულობა განსჯის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ფოტოები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ხოლო რეაქციების შემდეგ ერთ-ერთი ფოტო გვერდის ადმინისტრაციამ წაშალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბესელიას სიტყვა ინგლისურ ენაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია