პირველი ლამბერსექსუალი მამაკაცი ქართულ პოლიტიკაში, ანუ კახი კალაძე და თანამედროვე მოდა

პირველი ლამბერსექსუალი მამაკაცი ქართულ პოლიტიკაში, ანუ კახი კალაძე და თანამედროვე მოდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ქართველ პოლიტიკოს მამაკაცებს შორის ჩაცმულობით ყველაზე გამორჩეული და თვალშისაცემია. მისი სტილის ევოლუციაზე წლების განმავლობაში მრავალფეროვანი კარიერა, შემოსავლები და, სავარაუდოდ, დიზაინერი მეუღლე ახდენდა გავლენას.

პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შემდეგ, კახი კალაძე ძირითადად საქმიანი მამაკაცის სადა სტილის სამოსით ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, თუმცა სხვადასხვა სახის აქსესუარისა თუ ქსოვილთა ფერების წყალობით, ყოველთვის ახერხებდა განსხვავებული ყოფილიყო.

ბოლო რამდენიმე თვეა მინისტრმა წვერი მოუშვა, ცვლილებები შეინიშნება მისი ჩაცმის სტილშიც. როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერი ცდილობს თანამედროვე მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩეს. შეიძლება ითქვას, კახი კალაძე ქართულ პოლიტიკაში პირველი ლამბერსექსუალი მამაკაცია. მამაკაცის სტილის ამ ახალმა ტენდენციამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი ნიშნებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი და უბრალო სამოსი (მაისურები ან კუბოკრული ფლანელის პერანგები). ლამბერსექსუალები ჩვეულებრივი, ქალაქის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ და სოლიდურ ხელფასს იღებენ.

ამასთან, ლამბერსექსუალი რაფინირებულ მამაკაცად რჩება, მას აქვს კარგი გემოვნება და მოვლილი თმა და წვერი. თუმცა, თავად ჩაცმის სტილი იმაზეა გათვლილი, თითქოს მამაკაცი თავის ჩაცმულობაზე საერთოდ არ ზრუნავს.

აღსანიშნავია, რომ ლამბერსექსუალის სტილს მრავალი მიმდევარი ჰყავს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის.

იხილეთ ფოტოგალერეა (10 ფოტო)

იხილეთ ასევე: კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)

მეტროსექსუალებს ლამბერსექსუალები ჩაანაცვლებენ

სწრაფი ტესტების საშუალებით მარნეულში 15 000, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ბავშვია - "ყველას მდგომარეობა მსუბუქია, ფილტვების ანთება არცერთს აქვს"