"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

"საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან" - "შავი სიების" სკანდალური ფინალი და კულტურის სამინისტროს კომენტარი

Ambebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროში რეორგანიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად სამინისტროდან მხოლოდ ერთი თანამშრომელი სოფო აბულაძე გაათავისუფლეს. უკავშირდება თუ არა მინისტრის გადაწყვეტილება დავით ოქიტაშვილის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც აბულაძე შავი სიების შედგენაში დაადანაშაულა, უცნობია. ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტროში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის უფროსად ნეკა სებისკვერაძე ინიშნება. სამინისტროში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს ლევან ჟორჟოლიანმა დაუდასტურა, რომელიც კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

- ჩატარდა თუ არა რეორგანიზაცია კულტურის სამინისტროში და რატომ გაუშვით მხოლოდ სოფო აბულაძე სამსახურიდან?

- რეორგანიზაცია ნამდვილად ჩატარდა სამინისტროში, მაგრამ მხოლოდ სოფო აბულაძე არ გაგვიშვია სამსახურიდან. სოფო აბულაძეს შესთავაზეს სხვა პოზიციაზე მუშაობა და მან უარი განაცხადა, ის საკუთარი ნებით წავიდა სამსახურიდან. ფორმულირება, რომ პირდაპირ გაუშვეს სამსახურიდან, არასწორია.

- რომელ დეპარტამენტში შესთავაზეთ სოფო აბულაძეს მუშაობა?

- ზუსტად ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ეს თანამდებობა.

- ის ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა სამსახურიდან...

- ბიუროკრატიულად არის ასე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიღება-გათავისუფლებაზე იღებს მინისტრი. რას გულისხმობს სოფო, კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- სულ რამდენი კაცი გაუშვით სამსახურიდან, ან გადაიყვანეთ სხვა პოზიციაზე სამუშაოდ?

- ზუსტად ვერ გეტყვით. ეს ინფორმაცია შეგიძლიათ გამოითხოვოთ და განსაზღვრულ ვადაში მოგაწოდებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეკა სებისკვერაძე ინიშნება ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- პროექტების განხილვის და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ნამდვილად ინიშნება ნეკა სებისკვერაძე. რეორგანიზაციის პირობებში გახდა საჭირო ამ დეპარტამენტის შექმნა.

- აქამდეც ხომ განიხილავდა გარკვეული ჯგუფი ამა თუ იმ ღონისძიებას, რატომ გახდა აუცილებელი სპეციალური დეპარტამენტის შექმნა?

- ამ კითხვის ადრესატი მე არ ვარ, სამინისტროს მენეჯმენტმა ასე ჩათვალა საჭიროდ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია