3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს

3 ჯანსაღი დიეტა ენდროკრინოლოგისგან, რომელსაც წონის რეგულირებას უამრავი ცნობილი ქართველი ანდობს

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ მთავარი პრობლემა დაცარიელებულ საფულესთან ერთად მომატებული წონაა. ზოგი ვარჯიშს ამჯობინებს ძველი წონის დასაბრუნებლად, თუმცა სპეციალისტების კვლევებით, ვარჯიშის შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღებად უმეტესი დატვირთვა მაინც სწორად კვებას ენიჭება. ჭარბწონიანობის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს და როგორც ამბობენ, ის 21-ე საუკუნის ეპიდემიად ითვლება. პროფესორი ლაშა უჩავა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი ენდროკრინოლოგია, რომელსაც საკუთარი წონის დარეგულირებას უამრავი ცნობილი ადამიანი ანდობს.

- ლაშა, რა იწვევს ჭარბწონიანობას?

- სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და დაკავშირებულია როგორც კვებასთან, ასევე ჰორმონულ დარღვევასთან. თუ გენეტიკურად დევს ჰორმონალური დარღვევები ადამიანში, აუცილებელია გარკვეული გამოკვლევების ჩატარება და ამის მიხედვით მკურნალობა. ჭარბი წონა პირველ რიგში კვებასთან არის დაკავშირებული და თუ კვებას დავარეგულირებთ, ეს დარეგულირდება. თუმცა არის ჰორმონალური დარღვევები, რომელიც კვების შემცირების მიუხედავად, წონაში კლებას არ უწყობს ხელს. ამ დროს საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობა, ამიტომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. თუ გენეტიკურია ეს, კვებით რეგულირდება, რადგან გენეტიკის ცვლილება არ ხდება.

- ბევრი ადამიანი თვლის, რომ შიმშილი საუკეთესო საშუალებაა წონის დასაკლებად...

- ჩვენთან არაა კულტურა, რომ პაციენტმა ენდროკრინოლოგს მიმართოს, ურჩევნია იშიმშილოს და ინტერნეტში ნახოს დიეტა. შიმშილით უფრო მეტი ზიანი ადგება ორგანიზმს, ვიდრე კვებით. შიმშილის მერე ჭამას როცა იწყებენ, გულს ირევენ და ა.შ. საკვები რომ არ შეიწოვოს ორგანიზმმა, ეს არის ბულემია და ამას მოყვება ანორექსია, რომელიც სიკვდილით მთავრდება. თავიდან სპეციალურად ირევენ გულს და მერე ორგანიზმი ვეღარ ითვისებს საკვებს და ასე ყალიბდება ეს დაავადება. სიმსუქნესთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე ანორექსიასთან და ბულემიასთან. მხოლოდ კვების მოწესრიგებით ანორექსიას ვერ დავამარცხებთ. მთავარია ინტენსიური ფსიქოთერაპია.

- ჭარბწონიანობა რისი ბრალია?

- ჭარბწონიანობა მთელი მსოფლიოს 21-ე საუკუნის ეპიდემიად არის გამოცხადებული. სწრაფი კვების ობიექტების მომრავლებამ, დაბინძურებულმა გარემომ, ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მირთმევამ გამოიწვია ეს ყველაფერი. 21-ე საუკუნეში ჩვენი ცხოვრება აჩქარდა და ჯანსაღად ვერ ვიკვებებით. არჩევანის გაკეთება ყოველთვის შეიძლება რძის პროდუქტსა და ცომეულს შორის. ეს არასწორი ცხოვრების სტილის ბრალია. ასევე დაბალია ფიზიკური აქტივობა, ფეხით არავინ დადის. ევროკავშირმა კვლევა ჩაატარა და თუ 90-იან წლებამდე მე-19 მე-20 ადგილზე ვიყავით სიმსუქნის შემთხვევებით ევროპაში, დღეს ათეულში ვართ.

- რა რჩევებს მისცემთ ჭარბწონიან ადამიანებს წონის დასაკლებად?

- დღის მანძილზე 4-5-ჯერ უნდა ვიკვებოთ. კვება უნდა იყოს ჯერადი და დაბალანსებული, აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება, შეზღუდული უნდა იყოს შაქარი და მარილი, ნორმალური ნივთიერებათა ცვლა რომ მოახერხოს ორგანიზმმა. 20-30 წუთი უნდა ვისეირნოთ ფეხით. კვებამდე უნდა დავლიოთ წყალი, ის კუჭს ამზადებს საკვების მონელებისთვის. თუ მოგვწყურდება კვების დროს უნდა დავლიოთ წყალი, მაგრამ ზედმეტად მარილიან საკვებთან ერთად არა. რადგან ამ დროს ორგანიზმი იკავებს სითხეს და ტოქსინების და შლაკების გარეთ გამოსვლა არ ხდება.

- მართლა იწვევს უძილობა წონაში მომატებას?

- თუ ძილის პროცესი დარღვეულია ჰორმონალური დისბალანსია ორგანიზმში და დღის მანძილზე ნორმალურ მეტაბოლიზმს ვერ განიცდის ორგანიზმი. ეს კი ადამიანის გარეგნობაზეც აისახება. ახალგაზრდა ასაკში რაღაც სიმპტომებით შეიძლება ვერ მივხვდეთ, რა ზიანი მოაქვს ამას, მაგრამ 35 წლის ზემოთ მოაქვს თავისი შედეგი. ძილი აუცილებელია წონის კლებისთვის. გაახალგაზრდავდა სიმსივნე, რაც დაკავშირებულია არასწორ კვებასთან და ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან. ჭარბწონიანობა იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, უნაყოფობას, ეს თინეიჯერულ ასაკში დაკავშირებულ არასწორ კვებასთან და ცხოვრების წესთან არის დაკავშირებული.

- რატომ არის აუცილებელი დღის მანძილზე 200 გრამი ხორცის მიღება წონის დასაკლებად?

- ცილები უნდა მივიღოთ დაბალანსებულად და აუცილებელია ხორცი, ხორცში არის ისეთი 9 ამინომჟავა, რომლის გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია. ეს საჭიროა ჰორმონების წარმოქმნისთვის, კუნთოვანი ქსოვილისთვის. ცილებს სატრანსპორტო ფუნქცია აქვთ ორგანიზმისთვის, ერთი ნივთიერება მეორეში გადააქვთ. რეკომენდირებულია ასევე ნახევარი ლიტრი კეფირის ან იოგურტის მიღება, ეს კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებისთვისაა აუცილებელი. ე.წ. მონოდიეტების გაგრძელება ათ დღეზე მეტხანს არ შეიძლება. ამ დროს ხდება უჯრედული გამოფიტვა და ეტაპობრივად უნდა მივაწოდოთ საკვები ორგანიზმს. როცა სწრაფად მიაწვდი საკვებს, უნდა თუ არა ყველაფერს ითვისებს. ორგანიზმი ჭკვიანია, როცა მივირთმევთ საკვებს, ორგანიზმს თუ არ სჭირდება კალცი ან სხვა ნივთიერება, ის სისხლში რჩება და არ შეიწოვს. გამოფიტული ორგანზმი კი ამას ვერ განსაზღვრავს და ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს, რაც იწვევს წონის მომატებას. ცნობილი ვარსკვლავების დიეტები, რომელიც ინტერნეტში დევს, არაა რეკომენდირებული ყველამ დაიცვას, რადგან ის კონკრეტული ადამიანის ცხოვრების წესზეა მორგებული. დიეტის დროს ადამიანებს ვიტამინებსაც ვუნიშნავთ, მაგრამ წინასწარ ხდება მისი გამოკვლევა, რადგან თუ ადამიანის ორგანიზმში არის მიდრეკილება სიმსივნისკენ, ვიტამინები აჩქარებს პროცესს, ამიტომ სწორად უნდა იქნეს გათვალისწინებული ყველა დეტალი. ერთხელ მაინც აუცილებელია ვიზიტი ენდროკრინოლოგთან და რაც მთავარია, გაჯერებული, ზომიერი და სწორი კვება.

ფიზიოლოგიური კვება ჯანმრთელი პირებისათვის

9 სთ - 1 ნაჭერი პური + 1 ნაჭერი ყველი + 1 ც კვერცხი + 1 ჭიქა ფრეში.

12 სთ - 250 გრ ხილი ან რძის პროდუქტი. 15 სთ - 200 გრ ხორცი + 250 გრ ბოსტნეული + 1 ნაჭერი ყველი + 1 ნაჭერი პური 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 250 გრ რძის პროდუქტი ან ბოსტნეული

სასურველია ყველაფერი მომზადდეს უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი სითხე. შეგვიძლია გამოვიყენოთ 2-3 ს.კ მცენარეული ზეთი.

სამარხვო - ჯანმრთელი პირებისათვის

9 სთ - 3 ს.კ ჰერკულესი + 150 გრ ხილი 12 სთ - 250 გრ ხილი 15 სთ - 250 გრ თევზი ან 150 გრ სოკო + 300 გრ ბოსტნეული + 2 ნაჭერი პური + მწვანილები 18 სთ - 250 გრ ხილი 20 სთ - 4 ს.კ უკვე მოხარშული წიწიბურა + 200 გრ ბოსტნეული

მონოდიეტა

ყოველდღიურად 0.5 ლიტრი იოგურტი

I-III დღე - 300 გრ ხორცი + 300 გრ ხაჭო + 100 გრ ყველი + 0.5 კგ კიტრი + სალათის ფურცლები

IV-VI დღე _ 0.5 კგ კარტოფილი + 3 ც სტაფილო + 0.5 კგ კიტრი + 5 ს.კ სიმინდი + მწვანილები + 1 ც ბულგარული წიწიკა

VII-IX დღე - 1.5 კგ ხილი

ყველაფერი მზადდება უშაქროდ და უმარილოდ, დღის განმავლობაში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"გუშინ დმანისში ჩავედი... აი, რა ვნახე" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები