საუკეთესო სამზარეულოს მქონე ევროპული ქვეყნების სიაში საქართველო მეოთხე ადგილზე გავიდა

საუკეთესო სამზარეულოს მქონე ევროპული ქვეყნების სიაში საქართველო მეოთხე ადგილზე გავიდა

ცნობილმა გამოცემა thrillist.com-მა, რომელიც ტურისტებისთვის იდეალურ გზამკვლევ ვებ-გვერდად ითვლება და სხვადასხვა ქვეყნების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწოდებს მომხმარებელს, გამოაქვეყნა სტატია, სათაურით - ”48 ევროპული ქვეყანა, რომელთაც საუკეთესო საკვები და სასმელი აქვთ”. სიაში საქართველო მეოთხე ადგილზე გავიდა.

"საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის გასაყარზე მდებარეობს, აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნის სამზარეულო სავსეა საოცრად მდიდარი და უნიკალური სანელებლებით, რომელთა კომბინაციაც თავბრუდამხვევ ეფექტს იწვევს. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კერძი არის ხაჭაპური, ის იმდენად პოპულარულია, რომ ქვეყანა ცდილობს საფირმო ნიშნად აქციოს, რადგან სხვა უცხოურმა საკვებმა ობიექტებმა არ მიითვისონ.

აგრეთვე უგემრიელესი კერძებია: ხინკალი, კუჭმაჭი, ჩახოხბილი. საქართველოში არსებობს უამრავი სახეობის ყველი, რომელსაც ცხელ პურში ახვევენ და ტყემალთან ერთად მიირთმევენ. ტყემალი საუკეთესო სოუსია ხორციან კერძებთან მისატანებლად”, - ნათქვამია სტატიაში.

პირველ ადგილზე სიაში იტალია გავიდა. ათეული კი ასე გამოიყურება:

10. უნგრეთი

9. პორტუგალია

8. შვეიცარია

7. ხორვატია

6. ბელგია

5. გერმანია

4. საქართველო

3. ესპანეთი

2. საფრანგეთი

1. იტალია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია