გიორგი მარგველაშვილი "მანდარინების" "ოსკარის" ნომინანტად დასახელებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა

გიორგი მარგველაშვილი "მანდარინების" "ოსკარის" ნომინანტად დასახელებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის ფილმ "მანდარინების" დასახელებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა. "ვულოცავ საქართველოსა და ესტონეთს ფილმ "მანდარინების" "ოსკარზე" წარდგენას, რომლის რეჟისორიც არის ზაზა ურუშაძე", - წერს საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე".

"ოსკარზე" წარდგენილი უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი.

უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიკია) და ჭილდ თალეს (არგენტინა).

"ოსკარით" დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია