ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნიდან ერთ დღეში დააზიანეს და შეურაცხყვეს

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნიდან ერთ დღეში დააზიანეს და შეურაცხყვეს

თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, წარწერა მათ ამ დილით იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძეგლი გუშინ, გვიან ღამით დააზიანეს. აგრეთვე, გუშინ მიტანილი ყვავილებიც ძეგლის ირგვლივ მიყრილ-მოყრილია.

9 აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.

ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.

ფოტოზე: ძეგლი გუშინ და დღეს, დაზიანების შემდეგ

"ინტერპრესნიუსის" ფოტო

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია