თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"

თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"

გვიან მივხვდი, რომ ქალი, რომელსაც თმა გადავპარსე, დემი მური იყო

ევროპის საუკეთესო დიზაინერი, სტილისტი, იმიჯმეიკერი და შოუმენი ჯორჯ როვალსი თმის შეჭრასთან ერთად შოუს მოწყობასა და ხალხის გაოცებას კი მართლაც კარგად ახერხებს. როდესაც საკუთარი თვალით ვუყურე, როგორ ჭრიდა ჩემი რესპონდენტი თმას, პირველი, რაც კლიენტზე გავიფიქრე, ის იყო, ამ საცოდავმა საკუთარი თავი ამას როგორ ჩაუგდო ხელში-მეთქი. ჯორჯი თან ცეკვავდა, თან მღეროდა, თან ლაპარაკობდა, თან სკამზე მჯდომს აქეთ-იქით აბზრიალებდა და მაკრატელს ისე სწრაფად ატრიალებდა წაღმა-უკუღმა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ "შოუს" შედეგი მართლაც საოცარი იქნებოდა. როდესაც თმის შეჭრა დაამთავრა, სხვა რაღა დამრჩენოდა? გაოცებულს წამომცდა: რომელი ქალიც ამას ნახავს, ვინ არ ინატრებს, ნეტავ, შენს ხელში ჩემი "თავი" ჩააგდოო?! ჯორჯი ერთადერთია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვინც ჰოლივუდში ,,ოქროს მაკრატელი" მოიპოვა. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მოდის სხვადასხვა ფესტივალზეც და არც არის გასაკვირი, რადგან მის კლიენტთა შორის დემი მური, ტინა ტერნერი და ძალიან ბევრი რუსი თუ ქართველი ვარსკვლავია. გარდა ამისა, ჯორჯი პოლიტიკურ ელიტასაც "მიადგა" და თავის დროზე საკუთარი მაკრატლით ელცინის, ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებსაც "გადაუარა". ასე რომ, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან საქართველოში ჯორჯის გეგმების შესახებაც შეიტყობთ და იმასაც, თუ რატომ არის მისი ტანსაცმელი პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოთი "დამშვენებული" ან რა სკანდალში გახვია რუსეთში პუტინის სიყვარულმა და მისი გამოსახულებიანი მაისურით სიარულმა... როგორც მივხვდი, ჯორჯს საქართველოში ცხოვრების დროს ერთი კარგი ანდაზა მეტისმეტად გაუთავისებია - სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. თუ რატომ, თვითონაც მიხვდებით.

- ჯორჯ, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, სინგაპურსა თუ რუსეთში, ყველგან დიდი წარმატება გქონდა, თუმცა 20-წლიანი განშორების შემდეგ მაინც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტე. გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი შენი თბილისელობის შესახებ მიამბე - აქ ბევრი ნათესავი გყავს?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ჩემი ბავშვობა აქ გავატარე, მამაჩემის დედა ქართველი, თავადის ქალი გახლდათ, დედაჩემი ფრანგი იყო, მაგრამ ჩემს ნათესავებსა და წარმომავლობაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. მათთან დღემდე ურთიერთობა არც მაქვს. ბებიაჩემი მზრდიდა, 147-ე სკოლა დავამთავრე. სწავლა მაინცდამაინც არ მომწონდა, განსაკუთრებით ქიმიას და ფიზიკას ვერ ვიტანდი და "სამიანის" გულისთვის, მასწავლებლები კაბინეტებს მალაგებინებდნენ ხოლმე. თავიდანვე მაინტერესებდა თმის შეჭრის ხელოვნება. იცით, რატომ? ყოველთვის, როდესაც საპარიკმახეროდან გამოვდიოდი, გული მწყდებოდა, რომ ისეთ "პრიჩოსკას" ვერ მიკეთებდნენ, როგორიც მინდოდა, ეს კი გუნებას მიფუჭებდა. რაკი ინტერესი მქონდა, თვითონ ვისწავლე. გამოვიჭერდი ჩემს მეგობრებს - უფასო კლიენტებს და ვჭრიდი თმას. თან ვთხოვდი, რამე თუ ისე არ გამომივიდა, არ გეწყინოთ-მეთქი, მაგრამ როდესაც ტალანტი გაქვს, ყველაფერი გამოგივა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ სწავლას მალევე დავანებე თავი და ქუთაისში სილამაზის სალონი გავხსენი. იქაური ნათლია მყავს და ძალიან დამეხმარა. აქედან დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლაც. მალევე გავითქვი სახელი და კლიენტები უკვე თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ. მერე გაჭირვებისა და ომიანობის წლები დაიწყო და მივხვდი, ბარგი-ბარხანა უნდა შემეკრა და სადმე წავსულიყავი. მოსკოვში ჩავედი.

- ალბათ ძნელი იყო უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევა. არ გაგიჭირდა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია