ავტორი:

დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო. იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნათლისღების საიდუმლო წარხოცავს პირველქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც - "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები. საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს - იქნებ სწორედ მისდამი სერიოზული დამოკიდებულების გამო - უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდებათ.

ნათლისღების საიდუმლოს ასპექტებზე გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- მამაო, როგორია ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობა?

- ნათლისღება ახალი შობაა. იგი ადამიანთა ცხონებისთვის სრულდება. ნათელღებული ძველი ცხოვრების სანაცვლოდ ახალ ცხოვრებას იწყებს, ხდება ღვთის შვილი, ქრისტეს ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე.

ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში ნათლისღების საიდუმლო პირველ ადგილზე დგას. იგია შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ქრისტეს ეკლესიაში. ნათლობის საშუალებით განვიწმინდებით, განვნათლდებით, წარგვეხოცება ცოდვები, ვეზიარებით მარადიულ ცხოვრებას.

"ამინ, ამინ, გეტყვით თქუენ, უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა", - ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაცხოვრის სიტყვებში ჩანს ნათლისღების უპირველესი მნიშვნელობა - მხოლოდ ის იძლევა საშუალებას სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობისა. ასე ესმოდა ეკლესიას მუდამ და ასეა ახლაც. ქრისტიანად გახდომა შესაძლებელია ოდენ ნათლისღების წყლებში განბანით. საიდუმლოება აღესრულება მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში, იგია მადლმოსილი საცავი და კანონიერი მემკვიდრე სამოციქულო ხელდასხმისა. მადლის გარეშე წარმოუდგენელია ღმერთში ცხოვრება. რა შეუძლია კაცს ღვთის გარეშე?!

ნათლისღების საიდუმლოს არსი კი შემდეგში მდგომარეობს: რწმენისკენ მოქცეული ცოდვილი სამჯერ შთაიფლება წყალში წმინდა სამების სახელით და უფალ იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მოსაგონებლად. საღვთო მადლით განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისა და ადამისმიერი პირველქმნილი ბიწისგან, შეიქმნება ახალ ადამიანად, ქრისტეს მადლმოსილი სამეფოს - მისი წმინდა ეკლესიის წევრად, განათლებულად და განწმენდილად.

თუკი ნათლობამდე სულიწმინდის მადლი მხოლოდ მოუწოდებდა ცოდვილს ქრისტეს რწმენისკენ და უფლის სიყვარულს უღვივებდა, ნათლისღებისას პირველად საიდუმლოდ შთაიღვრება იგი ადამიანის არსებაში და სრულებით განწმენდს მას.

ისინი, ვინც გულდასმით მოემზადა ნათლობისთვის, გაიარა კათაკმეველთა სკოლა და მთელი გულით მიიღო რწმენის საფუძვლები, უდიდეს ცვლილებასა და სიხარულს განიცდიან ნათლისღებისას. ამის ბევრი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში და გვხვდება დღესაც, თუმცაღა სულ უფრო და უფრო იშვიათად...

- ნათლისღების საიდუმლოს ხილული მხარეც აქვს...

- მოსანათლად გამზადებული ყოვლადწმინდა სამების სახელით სამჯერ შთაიყვანება სუფთა წყალში. ნათლობის აღსრულებისას ყოველთვის გამოიყენებოდა სუფთა წყალი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ცნობილია, მაგალითად, მოწამის სისხლით ნათლობა). წყალზე, როგორც ნათლობის მასალაზე, თვით მაცხოვარმა მიუთითა თავისი სწავლებითაც და საქმითაც. წყალში აღასრულებდნენ ნათლობას მოციქულებიც და წმინდა ეკლესიაც ყველგან და ყოველთვის წყალში ნათლავდა.

- რატომ აქვს წყალს არსებითი მნიშვნელობა ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს?

- რადგან ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან - სულისა და ხორცისგან, ამიტომ განწმენდაც ორგვარია: სხეულს წმენდს წყალი, ხოლო სულს - ღვთაებრივი სული.

წყალში შთაფვლას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: პირველი - იგი წარმოადგენს მსოფლიო წარღვნის სახეს (1 პეტრ. 1,14-21); და მეორე, ყველაზე გავრცელებული სიმბოლო - იგია საფლავი მაცხოვრისა, სადაც თანადავიფლებით ქრისტესთან და შემდეგ მასთან ერთად აღვდგებით. ჩვენც, მაცხოვრის მსგავსად, ვკვდებით ცოდვისმიერი ცხოვრებისთვის და, როგორ ის აღდგა მკვდრეთით, ასევე ვცოცხლდებით მართალი ცხოვრებისთვის.

ნათლისღების ჟამს სრულდება ზოგიერთი წესი, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთია შეფუცება. ნათლობის დაწყებამდე იკურთხება წყალი და ღვთის მადლით მიენიჭება განმწმენდელი ძალა, რის შემდეგაც იკითხება შეფუცვის ლოცვები. შეფუცება უფლის - იესო ქრისტეს სახელით ხდება. ამ დროს ადამიანისგან განიდევნება დემონური სული - ამ უკანასკნელს მასზე ადამის ცოდვით დაცემის გამო ჰქონდა ხელმწიფება, უფლის მიერ ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა ამ გავლენისგან გაგვათავისუფლა.

შეფუცვის შემდეგ მოსანათლად გამზადებული ან მისი ნათლია (თუკი მოსანათლი ყრმაა) კითხულობს მრწამსს - სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც სარწმუნოების მოკლე, მაგრამ ზუსტ გადმოცემას წარმოადგენს. ამით მოსანათლად გამზადებული ადასტურებს თავისი რწმენის იდენტობას სამოციქულო რწმენასთან, რაც ნათლობის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი მომენტია. ნათლობის საიდუმლო მექანიკურად არ აღესრულება, აუცილებელია გააზრებული გულითადი რწმენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეკლესია დარწმუნდება მოსანათლად განმზადებულის ჭეშმარიტ აღმსარებლობაში, დაიწყება ცენტრალური მომენტი - განბანის წყლებში შთაყვანება.

სანამ წყალში შთაიყვანება, მოსანათლს ზეთს სცხებენ. ამ დროს ღვთისმსახური ამბობს: "იცხებს ზეთსა სიხარულისასა". სიხარული სულიწმინდისმიერი ერთ-ერთი ნიჭია, ამიტომ სულიერი ღვაწლის აღსასრულებლად ზეთის ცხებით სულიერი სიხარული მიენიჭება.

"შთაიცვამს სამოსელსა სიხარულისასა" - ნათელღებული იმოსება თეთრ სამოსში ნიშნად იმისა, რომ განიძარცვა ცოდვის სამოსი, მის წილ შეიმოსა სამოსი ნათლისა და მოგვევლინება "ძედ ნათლისა". ეს სამოსი ქრისტიანის სულის სისპეტაკის მიმანიშნებელიცაა.

"მოიკვეცს თმასა" - თმის მოკვეცა ქრისტიანის ღვთისადმი მარადიული ერთგულების ნიშანია. ძველად ის სამარცხვინო მონობის დაღი იყო, ადამიანის გამოხსნის შემდეგ კი გახდა ნიშანი უფლის ერთგულებისა და ჭეშმარიტი თავისუფლებისა.

- რატომ მოგვეტევება ნათლისღების შემდეგ როგორც პირველქმნილი, ისე მანამდე ჩადენილი პირადი ცოდვები?

- ადამის დაცემას მთელი მისი მოდგმის ცოდვით დასნეულება მოჰყვა. ადამიანი შობითგან დაექვემდებარა ხრწნილებასა და სიკვდილს და საჭირო იყო უდიდესი ღვთაებრივი ძალა ნეტარ და მარადიულ ცხოვრებაში მის აღსადგენად. მხოლოდ ღვთაებრივი აღმშენებლობით გახდა შესაძლებელი ადამიანის გამოხსნა. სცოდა პირველმა ადამმა, მისი ცოდვა კი ყველაზე გავრცელდა. საჭირო იყო მეორე ადამი - უპირატესი პირველისა, საჭირო იყო შობა, ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა და წმინდა საიდუმლოთა დაარსება, რათა შემოქმედს ადამიანი ღვთაებრივ გზაზე დაებრუნებინა. მოკლედ ამ კითხვას შეიძლება ასე ვუპასუხოთ: ცოდვები ნათლობისას მოგვეტევება, ერთი მხრივ, ჯვარცმული მაცხოვრის მაცხოვნებელი რწმენის გამო, ხოლო უმნიშვნელოვანესი, რაღა თქმა უნდა, მადლია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც მისი თავგანწირვისა და წმინდა სამების ბრძნული აღმშენებლობის გამო მოქმედებს ნათლობის წყლებში.

- მამაო, რამდენად აუცილებელია ახალმონათლულის ზიარება?

- წესით, ახალმონათლულს არაფერი აბრკოლებს უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებისთვის. მოგეხსენებათ, ევქარისტია სულიერი ცხოვრების ცენტრალური მომენტია. ნათლობით ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ იწყება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი შეცდომაა, როცა ადამიანები ამით ამთავრებენ თავიანთ რელიგიურ მისწრაფებებს. მეტად საჭიროა, გავაგრძელოთ სწრაფვა უფლისკენ, დავესწროთ ღვთისმსახურებას, ვილოცოთ, ვიმარხულოთ, გავაკეთოთ სიკეთე... ყველაზე მთავარი კი წმინდა ზიარების მიღებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია უმთავრესი მიზნის - ღმერთთან სიახლოვის მიღწევა.

- შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა?

- ამ შეკითხვას მაცხოვარი პირდაპირ პასუხობს: "უკეთუ ვინმე არა იშუას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა". იგივე აზრი სახარებაში რამდენჯერმე მეორდება. არ გვაქვს უფლება, სხვაგვარად გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები. მისი თქმით, ნათლობის წყალში განბანის გარეშე ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. ასე ესმოდა ეს სიტყვები წმინდა ეკლესიას ყოველთვის, ასე ესმოდათ წმინდა მამებსაც - საეკლესიო სწავლების საუკეთესო განმმარტებლებს.

- ნათლისღების შესრულების უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს აქვთ?

- საიდუმლოთა აღსრულება მღვდელმთავართა და სამღვდელოთა პრეროგატივაა. ეს უფლება მათ ქეროტონიით (ხელდასხმით) გადაეცათ ეკლესიისგან. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ადამიანს სიკვდილის საფრთხე ემუქრება, ხოლო მოძღვრის მიყვანა ნათლობის ჩასატარებლად შეუძლებელია, მონათვლის უფლება ერისკაცსაც ეძლევა. ასეთ შემთხვევაში მოსანათლს სამჯერ დაესხმება წყალი და წარმოითქმის სიტყვები: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (წყლის დასხმა) და ძისათა (წყლის დასხმა) და სულისა წმიდისათა (წყლის დასხმა). ამინ!" თუ ადამიანი გადარჩება, მასზე ნათლობის წესი სრულად უნდა შესრულდეს, გარდა წყლის დასხმისა.

- ზოგი თვლის, რომ ადამიანი ზრდასრული უნდა მოინათლოს - თვითონ უნდა აირჩიოს აღმსარებლობა, რადგან მიაჩნია, რომ ჩვილი, თუნდაც მცირეწლოვანი, მისი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად ინათლება...

- ეკლესიაში ეს მოსაზრება ძველადაც არსებობდა და მას ზოგიერთი ავტორიტეტული ეკლესიის მასწავლებელიც იზიარებდა. საბოლოოდ, ასეთი შეხედულება საეკლესიო კრებამ უარყო, როგორც ყრმათათვის მავნე ქმედება. ეკლესიამ ჩათვალა, რომ ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საღმრთო მადლს, რომელიც წმინდა საიდუმლოებებით მოქმედებს და მისგან ყრმის განყენება არაგონივრული საქმეა. მით უმეტეს, როცა ბოროტება კოლოსალური ძალებით მოქმედებს. მოსანათლის გააზრებული რწმენის არქონას მიმრქმელთა და მშობელთა რწმენა შეავსებს.

- რა პასუხისმგებლობა ეკისრება მიმრქმელს (ნათლიას)?

- ნათლია მშობლებთან და მოძღვართან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ნათლულის სულიერ აღზრდაზე. ის უნდა დაეხმაროს მას ეკლესიასთან დაახლოებაში. განაგრძეთ კითხვა

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე