უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის უკანასკნელი საუბარი ოჯახთან "სკაიპით" - "არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა..."

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის უკანასკნელი საუბარი ოჯახთან "სკაიპით" - "არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა..."

უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს საქართველოში სავარაუდოდ, 4 დღეში გადმოასვენებენ. გარდაცვლილის ბიძის, ბონდო ტაბატაძის განცხადებით, გარდაცვლილი შემთხვევის ადგილიდან უკვე გადაასვენეს სამხედრო ბაზაზე და აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.

სოფელ ცხრამუხაში გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახში დილიდან იკრიბებიან მისი ნათესავები და თანასოფლელები. თამაზ სუხიაშვილის დედის ლალი სუხიაშვილის განცხადებით, თამაზმა სამი თვის წინ საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი და უკრაინაში გაემგზავრა.

"ბუნებრივია, ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია ჩემი შვილისთვის, თუმცა თამაზი ყოველთვის განსაკუთრებული პატრიოტული სულისკვეთებით გამოირჩეოდა და თქვა, რომ უკრაინაში იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, თანამებრძოლები და ამიტომ გამგზავრებას აუცილებლად თვლიდა", - განაცხადა ლალი სუხიაშვილმა.

გარდაცვლილი მებრძოლის, თამაზ სუხიტაშვილის ძმა "კურიერთან" საუბრისას ძმასთან უკანასკნელ კონტაქტს იხსენებს, რომელიც მის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, "სკაიპის" საშუალებით შედგა.

"დამირეკა, სკაიში. არ ვიცი, ალბათ გული უგრძნობდა... დამენახეთო, ყველა ერთად ვიყავით ამ დროს ჩემს ოჯახში. წინა ხაზი გავდივართ და არ ვიცი, როდის დაგირეკავთ კიდევ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ არ ინერვიულოთ არაფერზეო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...", -ამბობს გიორგი სუხიტაშვილი, გარდაცვლილი მებრძოლის ძმა.

1978 წლის 25 იანვარს დაბადებული ქართველი სამხედრო 37 წლის რამდენიმე დღეში გახდებოდა. თამაზ სუხიაშვილს, აგვისტოს ომის და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, მონაწილეობა აქვს მიღებული ISAF-ის მისიაში. ასევე იბრძოდა ერაყშიც.

2004 წელს სუხიაშვილი მონაწილეობდა ბრძოლებში ცხინვალის მთაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის.

სუხიაშვილს 2 შვილი ჰყავს, ორივე მცირეწლოვანი. ერთი ჯერ მხოლოდ 1 წლისაა, მეორე კი ოთხის. სუხიაშვილის ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსისა" და "რუსთავი 2"-ს მასალების მიხედვით

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია