კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
20:07 / 11-07-2017
იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"
მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ ქმარშვილიანი ქალი - ქუთაისის თეატრის მსახიობი, ლუბა ალფაიძე მოიტაცა და ისე გადამალა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ქალბატონ ლუბას ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ნუნუ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორც მისი დედის მიმართ იპოლიტეს გრძნობის, ასევე მათი ადგილსამყოფლის შესახებაც. ის მაშინ 15 წლის იყო და მამასთან ერთად ეძებდა მოტაცებულ დედას. იმ სახლსაც ბევრჯერ აუარ-ჩაუარეს, სადაც ლუბა და იპოლიტე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ გაამხილა... შემდეგ თვითონაც
დედასთან დარჩა. მართალია, მამამ ძალზე ინერვიულა, მაგრამ ბოლოს ბედს შეურიგდა და ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ნუნუს გაზრდა იპოლიტემ ითავა, გვარიც მისცა და ის დიდი მსახიობის ერთადერთი შთამომავალია.

ქალბატონი ნუნუ თავად დამიკავშირდა, - ძალზე პირადული ამბავი მაქვს მოსაყოლი და მხოლოდ შენ თუ განდობო, - მითხრა. მაშინ ის 72 წლის გახლდათ, ხუთი შვილის დედა და თორმეტი შვილიშვილის ბებია.

- ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. ის დაიღუპა, მე კი უკვე მოვხუცდი, გული წარამარა მახსენებს თავს და არ ვიცი, როდის მიღალატებს. ამიტომ გადავწყვიტე, გიამბოთ ყოველივე და საიდუმლო თან არ გავიყოლო... მხოლოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: პიროვნება, რომელსაც ჩემი ამბავი ეხება, ძალზე ცნობილი კაცი იყო, ამიტომ მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ - არ მინდა, რომ ჩრდილი მიადგეს გარდაცვლილს ან მის ოჯახს... დავიწყებ იმით, რომ მე-11 კლასში ვსწავლობდი, როდესაც პრაქტიკაზე ახალგაზრდა პედაგოგი მოავლინეს და ჩვენს სკოლაში გაანაწილეს. ჩემსა და ლევანს შორის მალე გაჩნდა გრძნობა... შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისაღებ გამოცდაზეც ისტორიას ლევანი იბარებდა. კარგად ვიყავი მომზადებული, ყველაფერი სხაპასხუპით ვუპასუხე, მაგრამ ლევანს კომისიის წევრებისთვის უთქვამს - ამ გოგოს ერთი ცრემლი მაინც უნდა გადმოვაგდებინოო, - და მითხრა: - არ გეგონოს, შენთვის ხუთიანი არ მემეტება, მაგრამ ერთი შეკითხვა კიდევ უნდა დაგისვა, რა ეხატა აქილევსს ფარზეო? - დავიბენი და ცრემლი ყელში მომებჯინა, ვერაფრით გავიხსენე და ვუთხარი: - არ გნდომებიათ ნიშნის დაწერა და ავდგები და წავალ-მეთქი. გამოსვლისას კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე, გამახსენდა, მივბრუნდი, - სახნისი-მეთქი - დავიძახე და ოთახიდან გავვარდი...

იხილეთ სტატია სრულად

12:16 / 13-07-2017
ნინო
0
იპოლიტეს დაუნგრევია მამა შვილისთვის ცხოვრება.
გამოეხმაურე / 0 /
12:00 / 13-07-2017
NNN
0
და ვინ უნდა რომ დააჯეროს <br />
ჯვარი დაიწერეს ერთად დადიოდნენ და ურთიერთობა არ ქონდათ, თავს აჯერებს ალბათ. როცა გიყვარს და ბედნიერი ხარ იმსთან ყოფნით იქ უკვე სხვა არაფერზე აღარ ფიქრობ.<br />
გიყვარს და მორჩა
გამოეხმაურე / 0 /
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:44 / 18-01-2018  Image თემქაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა
მამაკაცი მშენებლობის მესამე სართულიდან გადმოვარდა
15:05 / 18-01-2018  Image კალაძე "ფეისბუქ-ლაივში" 95-ე ბაღის სამზარეულოდან ჩაერთო: "მშობლებო, თქვენი შვილები იკვებებიან ჯანსაღი პროდუქტით"
ინტერნეტმომხმარებელს აჩვენა როგორ მიდის სასადილოში საჭმლის კეთების პროცესი
19:40 / 18-01-2018  Image "მამამისი მის თვალწინ მოკლეს" - მოსკოვში დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდის", "კვეჟოვიჩის" წარსული და ვენდეტა მამის მკვლელობის გამო
გურამ ჩიხლაძე 10 წლის იყო, მისი მამა ავთანდილ ჩიხლაძე ("კვეჟო") გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ
17:52 / 18-01-2018  Image ბათუმში გაუჩინარებული 23 წლის გოგო იპოვეს
23 წლის გოგოს ორი დღეა სამართალდამცავები ეძებდნენ
13:06 / 18-01-2018  Image წვიმა, თოვლი, ქარბუქი.. - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49