იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"

იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ ქმარშვილიანი ქალი - ქუთაისის თეატრის მსახიობი, ლუბა ალფაიძე მოიტაცა და ისე გადამალა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ქალბატონ ლუბას ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ნუნუ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორც მისი დედის მიმართ იპოლიტეს გრძნობის, ასევე მათი ადგილსამყოფლის შესახებაც. ის მაშინ 15 წლის იყო და მამასთან ერთად ეძებდა მოტაცებულ დედას. იმ სახლსაც ბევრჯერ აუარ-ჩაუარეს, სადაც ლუბა და იპოლიტე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ გაამხილა... შემდეგ თვითონაც დედასთან დარჩა. მართალია, მამამ ძალზე ინერვიულა, მაგრამ ბოლოს ბედს შეურიგდა და ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ნუნუს გაზრდა იპოლიტემ ითავა, გვარიც მისცა და ის დიდი მსახიობის ერთადერთი შთამომავალია.

ქალბატონი ნუნუ თავად დამიკავშირდა, - ძალზე პირადული ამბავი მაქვს მოსაყოლი და მხოლოდ შენ თუ განდობო, - მითხრა. მაშინ ის 72 წლის გახლდათ, ხუთი შვილის დედა და თორმეტი შვილიშვილის ბებია.

- ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. ის დაიღუპა, მე კი უკვე მოვხუცდი, გული წარამარა მახსენებს თავს და არ ვიცი, როდის მიღალატებს. ამიტომ გადავწყვიტე, გიამბოთ ყოველივე და საიდუმლო თან არ გავიყოლო... მხოლოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: პიროვნება, რომელსაც ჩემი ამბავი ეხება, ძალზე ცნობილი კაცი იყო, ამიტომ მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ - არ მინდა, რომ ჩრდილი მიადგეს გარდაცვლილს ან მის ოჯახს... დავიწყებ იმით, რომ მე-11 კლასში ვსწავლობდი, როდესაც პრაქტიკაზე ახალგაზრდა პედაგოგი მოავლინეს და ჩვენს სკოლაში გაანაწილეს. ჩემსა და ლევანს შორის მალე გაჩნდა გრძნობა... შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისაღებ გამოცდაზეც ისტორიას ლევანი იბარებდა. კარგად ვიყავი მომზადებული, ყველაფერი სხაპასხუპით ვუპასუხე, მაგრამ ლევანს კომისიის წევრებისთვის უთქვამს - ამ გოგოს ერთი ცრემლი მაინც უნდა გადმოვაგდებინოო, - და მითხრა: - არ გეგონოს, შენთვის ხუთიანი არ მემეტება, მაგრამ ერთი შეკითხვა კიდევ უნდა დაგისვა, რა ეხატა აქილევსს ფარზეო? - დავიბენი და ცრემლი ყელში მომებჯინა, ვერაფრით გავიხსენე და ვუთხარი: - არ გნდომებიათ ნიშნის დაწერა და ავდგები და წავალ-მეთქი. გამოსვლისას კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე, გამახსენდა, მივბრუნდი, - სახნისი-მეთქი - დავიძახე და ოთახიდან გავვარდი...

იხილეთ სტატია სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ