"ეს კარგად ორგანიზებული მკვლელობაა, რომელშიც არაერთი პირი იყო ჩართული" - ცნობილი ადამიანები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე

"ეს კარგად ორგანიზებული მკვლელობაა, რომელშიც არაერთი პირი იყო ჩართული" - ცნობილი ადამიანები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში [მეტი].

მომხდარზე უკვე გააკეთეს შეფასებები ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. "ჩემი ძმა მოკლეს", - ამბობს გარდაცვლილის და, მანანა ვაზაგაშვილი [მეტი]. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მეგობარსა და თანამებრძოლს, სოსო რობაქიძეს, ის Ambebi.ge-სთან საუბრისას მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს  [მეტი].

არ წყდება გამოხმაურებები სოციალურ ქსელშიც. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები მომხდარის შესახებ Facebook-ზე  წერენ.

Facebook/ გოგა ხაჩიძე, "ენმ" :

თუ გვინდა, რომ საყოველთაო განუკითხაობის უფსკრულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი არ გადავდგათ, უსწრაფესად და ობიექტურად უნდა მოხდეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება.

Facebook/ ბესო ზანგური, მსახიობი:

ისეთ გასაოცარ დემოკრატიაში ვცხოვრობ, რომ ნაცების დროს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს!!!

***

ბომბა უნდა ამ ქვეყანას, რომ დამთავრდეს ყველაფერი, მაგრამ ეგეც ენანება ჩვენთვის ღმერთს!!! ასეთი სისასტიკე, რაც აქ ხდება, არც წამიკითხავს!!!! არც გამიგია!!!

Facebook/ ნიკოლოზ მჟავანაძე, ადვოკატი:

შოკირებული ვარ იური ვაზაგაშვილის მკველელობის გამო. ეს საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას. მკვლელები უნდა დაისაჯონ. ესაა კარგად ორგანიზებული მკვლელობა, რომელშიც არაერთი პირი იყო ჩართული, როგორც ჩანს. მედიის ზოგიერთ წარმომადგენლებს კი ,ვინც საუბრობს რომ იურიმ თავი აიფეთქა, ასეთი სისულელების გავრცელებისგან თავი შეიკავონ. საიდან ასკვნიან ასეთ სისულელეს, გაუგებარია.

Facebook/ ნუგზარ ნაჭყებია, იური ვაზაგაშვილის მეგობარი, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი:

ჩემი სულიერი ძმის , იური ვაზაგაშვილის, მკვლელობაში ვადანაშაულებ ხელისუფლებას, რომელმაც არაფერი არ გააკეთა შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის გამოსაძიებლად. პირიქით მკვლელობაში მონაწილენი დააწინაურა!

Facebook/ ლადო სადღობელაშვილი, "თავისუფალი თაობის" ლიდერი:

გირგვლიანები გადააყოლეს ეხლა ვაზაგაშვილები - შემდგები ვინ იქნება რობაქიძე???

გამოდით ყველანი გარეთ!!! გააპროტესტეთ ფირცხალავას და გვაზავას დაუსჯელობა!!!

Facebook/ გიორგი ხმელიძე, "ენმ"-ს მხარდამჭერი:

ჩემი აზრით, ააფეთქეს , არც ამას ქონდა კარგი წარსული, თუ სწორად მახსოვს მკვლელობა , ყაჩაღობა თუ გაუპატიურებაზე იხდიდა სასჯელს რომელიღაცაზე ამ სამიდან.

წულუკიანმა რამდენი ძეგლიც არ უნდა დაუდგას და თუ უნდა სულ შადრევნები გაუკეთოს, რაც სიმართლეა იმას ვერ წაშლის , სიმართლე კი ისაა რომ ზურა ვაზაგაშვილი კრიმინალი იყო , თანაც სერიოზული კრიმინალი, ეს იცის ყველამ.

მამამის იურა ოსს ეძახიან მგონი კრიმინალურ წრეებში და ისიც კრიმინალია , ამიტომაც მე პირადად დარწმუნებული ვარ ააფეთქეს რამე ძველ ამბავზე იძიებდა ვინმე შურს.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია