ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან მიასვენეს, სადაც 2006 წელს მისი შვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა

ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან მიასვენეს, სადაც 2006 წელს მისი შვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა

იური ვაზაგაშვილის ცხედარი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუდან" სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სულის მოსახსენებელი პანაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა.

იური ვაზაგაშვილის ოჯახს სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა, პოლიტიკოსებმა, დეპუტატებმა, დედაქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრეს.

სოფელ ყარაფილაში გადასვენებამდე იური ვაზაგაშვილის ცხედარი კორტებთან გააჩერეს, სადაც 2006 წლის 2 მაისს მისი შვილი ზურაბ ვაზაგაშვილი სპეცოპერაციას ემსხვერპლა.

იური ვაზაგაშვილს ხვალ სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე საკუთარი შვილების გვერდით დაკრძალავენ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია