"სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა"

"სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა"

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, "სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს ყოველგვარი სასამართლოსა და განაჩენის გარეშე და იმ ხელწერას ძალიან გავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით".

სუბარი მიიჩნევს, რომ როგორც თავის დროზე ზურა ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა 2 მაისს შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებულია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა ზოგადად მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ.

"ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია