"შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც ცხოვრება დავუნგრიე"

"შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც ცხოვრება დავუნგრიე"

ჩემი ნაამბობი, თუ გნებავთ, აღსარებად ჩათვალეო, - მითხრა ქალბატონმა ქეთამ, რომელმაც ყველაფერი იღონა, რათა კაცისთვის ოჯახი დაენგრია და მის გვერდით ეცხოვრა. თუმცა, საყვარელი კაცი მაინც დაკარგა.

- ქეთა, იმ კატეგორიას ხომ არ ეკუთვნით, ვინც საკუთარ ბედნიერებას სხვისი უბედურების ხარჯზე აგებს?

- ზოგ ოჯახს პირობითად ჰქვია ოჯახი, თორემ ცოლი თავისთვის ცხოვრობს და ქმარი - თავისთვის. მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ათევენ ღამეს და, შვილების გარდა, არაფერი აკავშირებთ. სარეცლის გაზიარების კი არა, ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილიც არ აქვთ. ასეთი ქალის ქმარი რომ შეგიყვარდეს და იმან ერთ დღეს თვითონ თქვას უარი ე.წ. ოჯახზე, რომელიც ფარსია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მის უბედურებაზე ააგე საკუთარი ბედნიერება, მაგრამ ჩემთან ყველაფერი სხვაგვარად იყო.

კახას და მის მეუღლეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ამან ვერ დამახევინა უკან და ყველანაირად ვეცადე, მათთვის ცხოვრება ამერია. ამას ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია.

- რამ გაგიღვიძათ სინდისი?

- იმან, როგორც განვითარდა ჩემი და კახას ერთობლივი ცხოვრება. კახას ცოლთან დასაშორებლად ათასნაირი ხრიკი ვიხმარე. ცოლისთვის სახელის შესაბღალავად კაციც კი დავიქირავე. ცოლზე ჩემი დაქირავებული კაცი ნადირობდა, ქმარზე - მე. თან ისე ვაკეთებდი, იმ დროს ვყოფილიყავი მასთან, როდესაც ცოლის შესახებ ამაზრზენ ინფორმაციებს მიიღებდა, რომ მენუგეშებინა. მერჩია, ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, წერტილი დაესვა. თითქოს მე არ ვიყავი ამ სიბინძურის "შემოქმედი". მიუხედავად იმისა, რომ საშინელებებს ვუწყობდი მის ცოლს, კახას იმდენად სჯეროდა ცოლისა, რომ დიდი ხანი დამჭირდა მათი კავშირის დასანგრევად, კულმინაცია ბავშვი იყო, რომელსაც მუცლით ვატარებდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია