საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - წარსული აქტუალურობას არ კარგავს დღესაც

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - წარსული აქტუალურობას არ კარგავს დღესაც

გასული წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება, როგორც უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. თუმცა, გასულ საუკუნეში არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანამ ევროპულ რელსებზე უფრო მყარად განაგრძო სვლა: 1918 წლის 26 მაისს მიიღეს "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად დიპლომატიური მუშაობა დაიწყო. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა ოსმალეთმა და გერმანიამ ცნეს.

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო გამართულ სხდომაზე ასე მიმართა ხალხს:

,,ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა... მთელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება. და ჩვენ გვმართებს, ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით -- გავხდეთ ნამდვილი ევროპელი".

მაშინ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი სუვერენიტეტი იმდროინდელი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს ეცნოთ. მოკავშირე სახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი) საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას აჭიანურებდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ და მატერიალურად ეხმარებოდნენ რუსეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლ არმიას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავდა მიზნად. მოკავშირეთა პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა 1920 წლის დასაწყისში, როცა რუსეთის შიდა დაპირისპირებაში სასწორის პინა ბოლშევიკების მხარეს გადაიხარა.

1920 წლის 12 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ დე ფაქტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა, ინგლისის წარმომადგენელი ჯორჯ კერზონი ქართველ დელეგატებს მიანიშნებდა, რომ ეს აღიარება ევროპას არ ავალდებულებდა, დაეცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანა საკუთარი ძალისხმევის იმედად უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის დე­ფაქტო აღიარება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია