მისტიკური ამბები მიხეილ ცაგარელის პირადი არქვიდან - დის სხეულში ჩასახლებული ძმის სული და ბალახონიანი აჩრდილები

მისტიკური ამბები მიხეილ ცაგარელის პირადი არქვიდან - დის სხეულში ჩასახლებული ძმის სული და ბალახონიანი აჩრდილები

უცნაური თუ ამოუცნობი ამბებით მასთან უამრავი ადამიანი მიდის, ამიტომ ასეთი შემთხვევების გახსენებისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საკუთარი და სხვა ადამიანების რამდენიმე ამბავს გვიყვება.

ბალახონიანი აჩრდილები

სერიოზულ პიროვნებას (ეს კაცი დამსახურებული ინჟინერია), მამა მძიმედ ავად ჰყავდა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში გაუნძრევლად იწვა. ექიმების დასკვნით, უიმედო ავადმყოფი იყო. შვილები უვლიდნენ და ღამე მამის საწოლთან რიგრიგობით მორიგეობდნენ. ერთ დღესაც, ეს კაცი მამის ფეხებთან ახლოს, საწოლზე ჩამომჯდარი, ძილ-ბურანში ამჩნევს: შემოსასვლელში, სადაც ანთებულ ნათურას მუდამ ტოვებდნენ, რაღაც მოძრაობაა. თვალები გაახილა, გარეთ ბნელა. უცებ, ორ პიროვნებას ხედავს, შავ და თეთრ ბალახონებში ე.წ. "კაპიუშონებით". ძალიან მაღლები იყვნენ, თითქმის ჭერს სწვდებოდნენ. ამბავს ასე აგრძელებს: რა ენაზე ლაპარაკობდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ასეთი ინფორმაცია.

თეთრბალახონიანი: - ზევიდან ვერდიქტი მივიღეთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

შავბალახონიანი: - ძალიან ძნელია, ვერ ხედავ? მძიმე მდგომარეობაა.

თეთრბალახონიანი: - უნდა შეძლო, მაქსიმალურად ეცადე.

თეთრბალახონიანი, რომელსაც თეთრი წვერი ჰქონდა, უფრო მოხუცი იყო, ის კართან დარჩა. შავბალახონიანი საწოლთან მოვიდა, მეც ხომ აქვე ვზივარ. ფეხზე ვიჩქმიტე, - იქნებ სიზმარში ვარ? არა, ნამდვილად ვხედავ! შავბალახონიანი მამაჩემთან დაიხარა, ორივე ხელით მარჯვნიდან მარცხნივ დაუარა, შემდეგ მარცხნიდან - მარჯვნივ. მესმის ტკაცუნის ხმები, რა ხდება, ვერ ვხვდები და შიშისგან ვერ ვინძრევი, თუმცა მე ყურადღებას არავინ მაქცევს. ალბათ, ავადმყოფს 10-12 წუთი ასე უტრიალა. მერე თეთრწვერიანთან მივიდა და უთხრა: - ყველაფერი გავაკეთე, კარგად იქნება. მიტრიალდნენ და გავიდნენ, გაქრნენ. ნახევარი საათი გაოგნებული, გაუნძრევლად ვიჯექი. ირიჟრაჟა. მამაჩემმა გაიღვიძა. ჯერ ხელი ასწია, მერე ფეხი, გაიზმორა, - ოო, შენ აქა ხარო? - მითხრა და საწოლიდან გადმოვიდა. რომ შემობრუნდა, დაფიქრდა, - ჩემი ფეხით ავდექიო?! - თქვა და წაიქცა. ამის შემდეგ ფეხზე დადგა და მშვენივრად იყო. ექიმებმა ეს ფაქტი წარმოუდგენელ ამბად მიიჩნიეს, არადა ასე მოხდა.  განაგრძეთ კითხვა

"გუშინ გავაუქმეთ 47 ქიმიოთერაპია" - სიმსივნესთან მებრძოლი ქართველი გოგონას მიმართვა იტალიიდან, რომელიც კარანტინშია

შეწყდება თუ არა სწავლა თბილისის კერძო ბაღებში?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა - "ტესტმა აჩვენა, რომ ვირუსი შემცირებულია"