პრობლემები, რომლებსაც "პანორამა თბილისი" შექმნის

პრობლემები, რომლებსაც "პანორამა თბილისი" შექმნის

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა" ეწინააღმდეგება "თანაინვესტირების ფონდის" "პანორამა თბილისის" სოლოლაკის ქედზე აშენებას. გარემოსდამცველების თქმით, აღნიშნულ რაიონში პროექტი დაარღვევს ისედაც პრობლემატურ ეკოლოგიურ ბალანსს, რაზეც ლაპარაკი არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, რომლის მომზადებაც სკანდალურად ცნობილ კომპანია "გამა კონსალტინგს" ჰქონდა დავალებული.

მანანა ქოჩლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი: "პანორამა თბილისის" გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მოამზადა შპს "გამა კონსალტინგმა", კომპანიამ, რომელმაც თავის დროზე "დარიალჰესის", "ბახვი ჰესის" და სხვა წარუმატებელი ბიზნესპროექტების გარემოზე ზემოქმედება შეაფასა. ამ პროექტების წარუმატებლობა ძირითადად სწორედ გარემოზე ზემოქმედების რისკების გაუთვალისწინებლობამ განაპირობა. ეს რიკსები განხილული არ იყო დოკუმენტებში. ამიტომაც გამაკვირვა "პანორამა თბილისის" ავტორების არჩევანმა, დოკუმენტის მომზადება მიენდოთ "გამა კონსლატინგისთვის." ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, რაც დამართა "დარიალჰესს" შარშან დატრალებულმა სტიქიურმა უბედურებამ. ამიტომაც ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს "გამა კონსალტინგი." ვიწუნებთ მის მიერ ცუდად გაკეთებულ საქმეს, რასაც ფაქტები მოწმობს. "გამა კონსალტინგის" შეფასებებმა ვერ გაამართლა ძალიან ბევრ შემთხვევაში. თუნდაც "ფარავანჰესთან" დაკავშირებით, რის გამოც ჩვენ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (ეს ორგანიზაცია აფინანსებდა მშენებლობას) პროექტის შესაბამისობის მექანიზმს, გადაეხედათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტისთვის. შედეგად დადასტურდა, რომ მთელი რიგი ფონური კვლევები არ იყო ჩატარებული. ანალოგიური პრობლემის გამო შევიტანეთ სარჩელი "დარიალჰესთან" დაკავშირებით, ასეთივე სარჩელი მზადდება ხულოს ჰესზე. თუ გარემოს დამცველების პრეტენზიები არ იქნება გათვალისწინებული "გამა კონსალტინგთან" დაკავშირებით, პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული არასრულფასოვანი კვლევები წამგებიანია ბიზნესისთვის.

- საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სასტუმრო არ მიეკუთვნება გარემოზე ზემოქმედების მაღალრისკიან პროექტებს, ამიტომ გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოეთხოვება პროექტის ავტორს. "პანორამა თბილისის" ავტორებს არც კი ევალებოდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება.

- მნიშვნელოვანი საკითხია კანონის ასე ფორმულირება როდის, როგორ და რატომ მოხდა, თუმცა, ეს ცალკე თემაა. რაც შეეხება "პანორამა თბილისს", გარემოს დაცვის ანგარიშის მომზადება ფაქტობრივად ინვესტორის კეთილი ნებაა, მაგრამ თავის მხრივ კვლევა ვერ გვაძლევს დეტალურ წარმოდგენას იმაზე, თუ რა ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს პროექტმა გარემოზე. არადა, გადაჭრით შეიძლება თქმა, "პანორამა თბილისი" პრობლემატური იქნება გარემოს დაცვის თვალსაზრისით. როგორც მშენებლობის, ისე ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადები კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას სოლოლაკში და ზოგადად მთაწმინდის რაიონში, სადაც ისედაც დაბინძურებულია ჰაერი. ამიტომაც არ შეიძლება ასეთი მრავალფუქნციური დაწესებულების ჩადგმა ქალაქის ცენტრში.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია