წამლების ჩამონათვალი, რომელიც ლარის გაუფასურების გამო გაძვირდა - უახლესი მონაცემები აფთიაქებიდან

წამლების ჩამონათვალი, რომელიც ლარის გაუფასურების გამო გაძვირდა - უახლესი მონაცემები აფთიაქებიდან

მედიკამენტების უმეტესი ნაწილი გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე აფთიაქში განუცხადეს, განსაკუთრებით გაძვირებულია წნევის წამლები.

თბილისის რამდენიმე აფთიაქში აცხადებენ, რომ მომატებულია თითქმის ყველა ტიპის მედიკამენტის ფასი. მაგალითად, გაძვირებულია "დიპროსპანი", "სალბუტამოლი", "პანადოლი".

აფთიაქებში წამალზე ფასების მატებას ქვეყანაში ლარის გაუფასურებას უკავშირებენ.

ამასთან, როგორც მომხმარებლები აცხადებენ, ბოლო დღეებში მათ მედიკამენტების შეძენა გაზრდილ ფასად უწევთ. მათივე ინფორმაციით, წამლებზე ფასმა ძირითადად 1,50 ლარიდან 2 ლარამდე მოიმატა. თუმცა, მაგალითად, მედიკამენტი "დიპროსპანი" 4 ლარით არის გაძვირებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია