"დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს" - როგორ აგინებს ქალი პატრულს თბილისის ქუჩებში

"დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს" - როგორ აგინებს ქალი პატრულს თბილისის ქუჩებში

ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, პირადი ნაცნობობით აგვარებენ პრობლემას, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც მედიას საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მოქალაქის საუბრის ამსახველი ორი ვიდეომასალა წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ| ვინ არის გოგონა, რომელმაც პატრულთან "ბლატაობით" გაითქვა სახელი

ჯაფარიძის ინფორმაციით, ვიდეომასალაში მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. ამასთან, ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.

"წარმოგიდგენთ ორი ეპიზოდს, სადაც ასახულია მოქალაქე, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მისი ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან. ორივე შემთხვევაში ნათლად ჩანს ამ მოქალაქის უხეში დამოკიდებულება პატრულის თანამშრომლების მიმართ. გარდა ამისა, ჩანს, რომ მოქალაქე თავისი პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს მოაგვაროს კანონთან მიმართებაში არსებული პრობლემა, კერძოდ ის ამასთან დაკავშირებით უკავშირდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს. ამ კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა. ნათელია, რომ ხდება დაბრუნება შევარდნაძის დროინდელ პრაქტიკაში, როცა მოქალაქეები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი კანონის წინაშე, პრობლემას პირადი ნაცნობობით აგვარებენ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მიმართა შესაბამის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ საქმის გამოძიება.

ამასთან, ჯაფარიძის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდგეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია