ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ

ვის ურეკავდა დახმარებისთვის და რას ყვება პატრულზე, რომელსაც აგინებდა - ეკა ყუშიტაშვილის პირველი ინტერვიუ ვიდეოს გავრცელების შემდეგ

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია საგზაო წესების დამრღვევი მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია იმ სიტყვებმა, რომლითაც ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს მოიხსენიებს და ცხადია იმანაც, რომ პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, საპატრულო პოლიციის ის თანამშრომელი, რომელსაც აღნიშნული მოქალაქე ერთ-ერთ ვიდეოში უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Ambebi.ge ეკა ყუშიტაშვილს დაუკავშირდა.

- მე მოგიყვებით ყველაფერს, რა როგორ იყო. ჩემთვის არასასიამოვნო იყო ეს ფაქტი და მოულოდნელი იყო ამ ვიდეოს ატვირთვა. მოხდა ასეთი რაღაც, ერთი წლის წინ, წინა საახალწლოდ, ერთი პატრულის თანამშრომელი გადამეკიდა, რომელიც აბსოლუტურად ყოველდღე, როდესაც გავდიოდი ქუჩაში და ეს ადამიანი მორიგე იყო, მაჩერებდა, ჯარიმას არ მიწერდა და მობილურის ნომერს მთხოვდა საბუთების მაგივრად. ძალიან შევწუხდი, ძალიან შემაწუხა ამ ადამიანმა. არც არავისთვის მითქვამს და არც ვიცოდი, თუ შეიძლებოდა ვინმესთვის ამის თქმა და მერე გავიგე, თურმე შეიძლება გენერალურ ინსპექციაში დარეკო და უთხრა, რომ ეს და ეს ადამიანი გაწუხებს. ყოველდღიურად ვხვდებოდი ამ ფაქტს.

- ეს ადამიანი ვინ არის?

- არ ვიცი. ვიცი, რომ 24 წლის პიროვნებაა, მაღალია. "ვსიო", მეტი არაფერი ვიცი. პეკინზე მოვდიოდი, გაზაფხულზე, მარტი იქნებოდა ან აპრილი, არ მახსოვს ზუსტად, ეს ადამიანი მომყვებოდა გვერდზე პატრულის მანქანით, მე ვსაუბრობდი ტელეფონზე, მხედავს ეს პატრულის თანამშრომელი, მე თვალი ავარიდე და მივადგი გაზს. ეს ბიჭი არ გამომყვა და არ გამაჩერა, არ დამაჯარიმა. შეეძლო ჩვეულებრივად ეთქვა - 707 გადააყენე, დაჯარიმებული ხარ - რა პრობლემაა?! ასე უტიფრად არ მოვიქცევი ასი წელი და უარს არ ვიტყოდი ამ ჯარიმის დაწერაზე, ათლარიან ჯარიმაზე განსაკუთრებით. ვერ წარმოვდიგენდი, რომ იქ არ გამაჩერეს და ჩემი მონაცემები გადასცეს სხვა ეკიპაჟს. მერე მაჩერებს სულ სხვა ეკიპაჟი. მივაწოდე საბუთები ჩვეულებრივად და მეუბნებიან, რომ დაჯარიმებული ვარ, პეკინზე საუბრის გამო - სად ეს და სად ის?! გადამეკეტა რა, ასეთი უტიფარი საქციელი არ შეიძლება, რა. თუ დასაჯარიმებელი ვარ ხო, გამაჩერე და დამაჯარიმე, იმას გადავცე და ამას აქ გადმოვცე, მასე მეც ბევრ დარღვევას ვხედავ, მაგრამ არავის ვეუბნები - იმან იქ დაარღვია და ამან აქ დაარღვია - ასე არ შეიძლება, რა. ეს იყო რაღაც მაიმუნობა მისგან გამომდინარე.

- როდესაც ტელეფონზე საუბრობდით, დასახმარებლად ვის მიმართავდით?

- არავის არ მივმართავდი.

- ვიდეოზე ჩანს, რომ...

- ვიდეოზე ჩანს, რომ ვურეკავდი ვიღაც თანამდებობის პირებს, სინამდვილეში არავის არ ვურეკავდი. ვურეკავდი ჩემს მეგობარს და "ვსო". პატრულს ეგონა, რომ ვურეკავდი ცინარიძეს.

- როგორ დამთავრდა ეს სიტუაცია, დაგაჯარიმეს?

-  პირველად დამაჯარიმეს და მეორედ არ დამაჯარიმეს.

- ამ ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა, რა კომენტარს გააკეთებთ საზოგადოების რეაქციაზე?

- არ ვიცი, უკომენტაროდ დავტოვებ მაგ ვიდეოებს.

- ახლა ნანობთ ამ ფაქტს?

- არა და არასდროს არ ვინანებ, როცა ადამიანები ყელში ამოგიყვანენ რაღაცას, მერე არაფერს ნანობ. "პროსტა" ერთს ვნანობ, ბატონ ცინარიძის და ბატონ ჯანყარაშვილის ყურამდე რომ მივიდა ეს ამბავი. მე არ მეგონა, რომ მათ ყურამდე მივიდოდა ეს ამბავი. მარტო ამას ვნანობ, გამიტყდა, ასეთი რაღაც რომ მოხდა. მეტი სანანებელი არაფერი მაქვს, იმათმა ინანონ, ვინც სამსახურები დაკარგა თავიანთი საქციელის გამო.

- იმ ერთადერთ პატრულის თანამშრომელს ადანაშაულებთ ამ ყველაფერში?

- კი, აი იმ ერთადერთ პატრულის თანამშრომელს, რომლის არც სახელი ვიცი, არც გვარი და არაფერი არ ვიცი. თუ როდესმე შემხვდება ეგ ადამიანი ვაჟაზე, გავაჩერებ, სახელს და გვარს ვკითხავ.

გიორგი ხარშილაძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია