"დაისაჯოს დავით ცინარიძე" - სოციალურ ქსელში პატრულის შეურაცხმყოფელ ვიდეოს აპროტესტებენ

"დაისაჯოს დავით ცინარიძე" - სოციალურ ქსელში პატრულის შეურაცხმყოფელ ვიდეოს აპროტესტებენ

დღეს  გავრცელებულმა ვიდეომასალამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მედიას  წარუდგინა, კვირის თითქმის ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი თემა გადაფარა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მოქალაქის საუბრის ამსახველი ორი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

ვიდეომასალაში მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. ამასთან, ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს. მოქალაქე ყუშიტაშვილი ტელეფონით დავით ცინარიძეს უკავშირდება.  ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟის  თანამშრომელი ვიდეოში აღნიშნული ინციდენტის შემდეგ სამსახურიდან გათავისუფლდა. სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი, სახელწოდებით: "დაისაჯოს დავით ცინარიძე". გვერდის შემქმნელები მოითხოვენ გადადგეს დავით ცინარიძე და მიეცეს პასუხისგებაში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია