მე დღეს "ეკას წილხვედრი ქვეყნის " გაძარცვული დიასახლისი ვარ... - თბილისის ცენტრალურ უბანში სარეცხი მოიპარეს

მე დღეს "ეკას წილხვედრი ქვეყნის " გაძარცვული დიასახლისი ვარ... - თბილისის ცენტრალურ უბანში სარეცხი მოიპარეს

სანამ ეკა პატრულს "ეკა-ჩავება" და სანამ სრულიად ერი (მათ შორის მეც) სოციალურ ქსელში ფოტოშარჟებს ვავრცელებთ, დღისით, დაახლოებით 15:40 საათზე, იოსებიძეზე სარეცხ თოკზე გაფენილი ჩემი შვილის ტანსაცმელი ჩამოხსნეს და წაიღეს.

სახლიდან  20 წუთით გავედი და სიურპრიზიც ამ დროს მომიმზადეს. მიმდებარე ტერიტორია მოვიარეთ, მაგრამ "ლურჯი შპილკების" გარდა, ვერც სულიერი და ვერც უსულო ვერაფერი ვიპოვეთ.

უნდა ვაღიარო, რომ ქურდს საკმაოდ კარგი გემოვნება აღმოაჩნდა: ტანსაცმელი არჩევით წაიღო, წაღებულია ის ტანსაცმელი, რომელშიც ბევრად მეტი თანხა გადავიხადე და ბრენდულ მაღაზიებში მქონდა შეძენილი. ერთი "საშინაო" ჯემპრი დატოვა, (ალბათ ცარიელი თოკი უცებ არ შენიშნოსო)...

უცებ ვიგრძენი როგორი დაუცველი ვართ და საერთოდ სად ვართ... ორი წლის წინათაც იყვნენ მშიერი და შიშველი მათხოვრები, ქუჩის ბავშვები, მაგრამ დღისით სარეცხ თოკზე არავინ ეკიდებოდა, (არც ღამით) . მდუმარედ დავხურე ფანჯრის გისოსები და მადლობა გადავუხადე ღმერთს, რომ ქურდი სახლში არ შემოიპარა.

პატრული არ გამოვიძახე... აზრი? - მე ხომ დღეს "ეკას წილხვედრი ქვეყნის " გაძარცვული დიასახლისი ვარ...

რამდენიმე დღის წინ, საღამოს ვარჯიშიდან დაბრუნებული ჩემი შვილი მეკითხება: დედა, მურაბები გვაქვს?

-კი, რომელი გინდა?

- მე არ მინდა დედა, ბუნკერში ერთი ქალი საჭმელს ეძებდა და იმას მივცეთო.

ჩავალაგეთ სასწრაფოდ, მე წავუღებო, გაბრწყინებული სახით გაიქცა (ასეთ დროს გვერდით არ მიკარებს). კორპუსის კუთხესთან დაველოდე, მალევე მობრუნდა ატირებული, არ დამხვდაო...

P.S პატრული ის კაცია, ვიდეოს რომ იწერს და ნაციონალების ოფისის ჭერში აწყობს?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია