ივანიშვილი: "ვისაც სურს, რომ ქართველები უკრაინაში უნდა წავიდნენ და დაიხოცონ, საკუთარ შვილებს მოუწოდონ"

ივანიშვილი: "ვისაც სურს, რომ ქართველები უკრაინაში უნდა წავიდნენ და დაიხოცონ, საკუთარ შვილებს მოუწოდონ"

სააკაშვილმა და სხვებმა, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში და დაიხოცონ, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ წასვლა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

"სააკაშვილი თავისი მოწოდებით ქართველებს უკრაინაში საომრად ეძახის და ზოგიერთმა ტელევიზიამ, მათ შორის თქვენმაც ეს არასწორად განავითარა. საკუთარ შვილებს მოუწოდონ პირველ რიგში იმ მომწოდებლებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში წავიდნენ და დაიხოცონ. მათ შორის ჟურნალისტებმაც, საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ, თუ ამის დიდი სურვილი აქვთ. ცუდია, რომ იქ ქართველები გარდაიცვალნენ, ისინი ცდილობდნენ რომ ჩვენს მეგობრებს დაეხმარებოდნენ და ამას შეიძლება ანგარიში გაეწიოს, მაგრამ მოწოდებები, რომ ჩვენ უკრაინაში უნდა წავიდეთ და ვიომოთ, მცდარია,"-განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია