მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი

მანჩო გიორგობიანი "ტუტრუცუნა გოგონაზე" და პრეტენზიები ინგა გრიგოლიას - ინტერნეტვარსკვლავის თამამი პოლიტიკური ანალიზი

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა გოგონა ეკა ყუშიტაშვილი პატრულს საპატრულო პოლიციის უფროსის, დავით ცინარიძის სახელით "ებლატავება". ვიდეოში არ ჩანს, აჯარიმებენ თუ არა, მაგრამ წართმეული მართვის მოწმობით და მისივე ნათქვამით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ბევრი ჯარიმები აქვს... Ambebi.ge-სთან საუბრისას ვიდეორგოლს აფასებს მანჩო გიორგობიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სანდრო გირგვლიანის დაღუპვის დღის და იური ვაზაგაშვილის საქმის გადასაფარად გააკეთეს.

- ხომ აქვს "ნაციონალებს" რაღაც სერიალი, რომ "90-იანებში ვბრუნდებით". ერთი წელია მიდის ამის მიზანმიმართული კამპანია. ჯერ ჰქონდათ "კრიმინალმა მოიმატა", 5 თვის წინ იყო "პატრული ბლატაობს" და ახლა ახალი სეზონი ჩაეშვა "წარმოებაში" - "პატრულს ებლატავებიან". ბოლოს დასასრული იქნება "90-იანებში ვართ".

რეალობაში, პატრული ნორმალურად მუშაობს. მეც და ჩემმა მეგობრებმაც ვიცით, თუ დავარღვევთ წესებს, ვერავინ და ვერაფერი გვიშველის, ვერანაირი "ჩაწყობა". ამიტომ, როცა საქეიფოდ მივდივართ, მანქანებს ვტოვებთ, ან ვინც საჭესთან ჯდება, ის არ სვამს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც კარგად იფუთება და "ნაცმოძრაობა" ჯგუფურად ასრულებს თავის გამხმოვანებლებით, სოც-ქსელის მუშაკებით, საინფორმაციო სააგენტოებით, არასამთავრობოებით და "რუსთავი 2"-ში დადგმული მოდელირებული შოუებით..

სახელმწიფო პიარის სამსახური ამას ვერ ერევა, ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში არ უნდა იყოს, ტელევიზიების და სხვა საინფორმაციო საშუალებების უმეტესობა 24 საათი აცხადებს, რომ ყველაფერი ჩამოიშალა, დაინგრა, უარესობისკენ მიდის და 90-იანებში დავბრუნდით. ხალხი ყველაფერს ხვდება და უკვე ისე ლანძღავს ჟურნალისტებს, ვერ ვხვდები, რა რეიტინგის ფასად უღირთ? ტყუილების ტირაჟირებისათვის, ლანძღვა- გინების მხრივ, პირველ ადგილზეა "რუსთავი 2", შემდეგ "იმედი", პიროვნულად ინგა გრიგოლია, შემდეგ გაბუნია, ხოფერია და რამიშვილსაც არ აკლებენ უკვე, ამ სპექტაკლებში მონაწილეობისთვის..

- ეკა ყუშიტაშვილის ვიდეოს როგორ შეაფასებთ, რომელიც დახმარებისთვის საპატრულოს უფროსს დავით ცინარიძეს ურეკავს...

- საქართველოში მიჩვეულები ვიყავით ამას, მაგრამ არ გამიგია დღეს, ვინმე იყოს დამნაშავე და ადეკვატურად არ დასაჯონ. ოღონდ ისე არა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, უდანაშაულოდ რომ იჭერდნენ ხალხს. დააშავა - აკავებენ. პოლიციელი თუ გადაამეტებს, მის მიმართ იღებენ შესაბამის ზომებს. უდანაშაულოდ დაკავებული მე არავინ მინახავს. ხომ გახსოვთ თენგო ერისთავის მაგალითი, გაირკვა და გამოუშვეს, რამდენადაც ვიცი, "ჩამდებებიც" გაუშვეს სამსახურიდან. შეცდომები არის, ძალიან დაიგვიანეს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება, რასაც შს მინისტრი შეეწირა. რაც ხდება, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ქაოსია.

დიდი ხანია ამას ვაკვირდები. "ნაციონალების" მთავარი სლოგანი არის "90 იანები დაბრუნდა". წინასწარ შეამზადებენ თემას, სადღაც რაღაც პროვოკაციები მოეწყობა, უცბად "გადამღებიც " აღმოჩნდება "შემთხვევით", კარგად შეფუთავენ და ეწყობა დებატები, სადაც ხელისუფლება იწყებს მტკიცებას, რომ აქლემი არ არის. ამის ტირაჟირებას ახდენს "რუსთავი2" და გრიგოლიას გადაცემებიც. ჩემთვის საწყენია, რომ ასეთ დროს იბნევიან ხელისუფლების წარმომადგენლები და თავის მართლების რეჟიმში არიან. ნახევარ საქართველოს ვიცნობ, მაგრამ თავში აზრად არ მომივა ტელეფონზე ლაპარაკის გამო ჯარიმა არ გადავიხადო, ან ვინმესთან დავრეკო. ეკა ყუშიტაშვილის ლექსიკონი ჩემი საქმე არ არის, თუ მოსწონს თვითონ არანორმირებული ლექსიკით საუბარი, მისი საქმეა. არ მაინტერესებდა ეს ვიდეო, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა, ვნახე. ეკა ყუშიტაშვილის ორი ვიდეო გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. ოღონდ, მეორე უფრო "დახვეწილი" და განვრცობილია... პირველი, ეტყობა "პრაგონი" იყო. პირველ ვიდეოში ყუშიტაშვილი ეუბნება პატრულს, რომ კამერა ჩართოს და მხოლოდ პატრულის დასტურის შემდეგ, რომ "კამერა ჩართულია" , იწყებს ყვირილს - "დათოოო". კითხვაზე, ვინ არის დათო, პასუხობს - ცინარიძე და ჩართულ კამერასთან აგრძელებს "საქმის ჩაწყობას", დაკონკრეტებას - "რამდენჯერ უნდა გითხრან", "რა ვერ დაიმახსოვრეთ ჩემი ნომრები" "ცინარიძე-ჭანტურია", მეორე ვიდეოში ჯანყარაშვილს გვარს ამატებს. ორივე ჩანაწერი გაკეთებულია რამდენიმე თვის წინ და საინტერესოა, ზუსტად სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღეს რატომ აიტვირთა?!

- ზურა ჯაფარიძემ გაავრცელა ეს ვიდეო...

- მათ ასე იციან. ერთი იტყვის და შემდეგ ერთხმად იწყება მასირებული დაბომბვა. დღეს ყველგან ამაზე ლაპარაკობენ. გუშინ იყო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების დღე, ასევე შსს-მ ჩაატარა უპრეცედენტო სპეც-ოპერაცია - ამოიღეს 6 კგ კოკაინი და ასეთ მნიშვნელოვან დღეს ეს ვიდეოები გაავრცელეს. კარგი ბატონო, ნუ მივაქცევთ ყურადღებას შსს-ს ამ უპრეცედენტო სპეც-ოპერაციას, მაგრამ იმ დღეს, როცა მოკლეს სანდრო გირგვლიანი, როცა ასეთი მძიმე დღეა საქართველოსთვის, სანდროს მკვლელობით დაიწყო "ნაციონალების" დასასრულის დასაწყისი, ამ ფონზე, როცა მოკლეს იურა ვაზაგაშვილი, ასეთი საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე გავრცელდა ეს ვიდეოები. ცინიკურად დაგვაკლეს თავზე იური ვაზაგაშვილი, ის და ირინა ენუქიძე ჩვენი შვილებისთვის იბრძოდნენ. 9 თვე ამბობდნენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს დაღუპული ბიჭების მკვლელობა დაუკვეთა ადამიანმა, რომელსაც გუშინ წაუყენეს ბრალი და მის წინააღმდეგ გუშინ აღძრეს საქმე და სწორედ ასეთ დღეს დაიდო ტუტრუცანა გოგოს ვიდეო და სლოგანით "პატრულს ჩაგრავენ" დიდი გადაცემა გააკეთა "რუსთავი 2"-მა. ეჭვი არ მეპარება, რომ "რუსთავი 2" ემზადებოდა ამ დღისთვის და იმიტომ იდებოდა ეს სერიალები "იუთუბზე" 2-3 თვის მანძილზე. როგორც მოდელირებული ქრონიკა იყო უნიჭობა, ესეც ასეთი იყო და გუშინდელი დღე ამის ხარჯზე გადააგორეს. კიდევ ერთი ვიდეოა ატვირთული "ატვეჩაი ვარ პატრულთან", წლების წინ არის გადაღებული ეს ვიდეო და ახლა აიტვირთა. მოაგროვეს ასეთი ვიდეოები და დადგეს უნიჭო სპექტაკლები. გამოუცდელი თვალიც კი ხვდება, რომ ეს სპექტაკლია. უნიჭო გვარამიას ნუ ჰგონია, ვინმეს მოატყუებს.

- თქვენი აზრით ეკა ყუშიტაშვილიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებით მოქმედებდა?

- მე ვფიქრობ, რომ კი. აგენტები ასე იქცევიან, მეც მქონია ასეთი შემთხვევა, როცა იწერდნენ საუბარს, ასეთ დროს რამდენჯერმე გამეორებინებენ საკუთარ ნათქვამს, მერე თავად იმეორებენ, დამარცვლით და ა.შ.

- პატრულზეც იგივეს ფიქრობთ?

- ადვილად დასადგენია ეს. ისიც მენიშნა, პატრული რომ ეუბნება მეორე ვიდეოში გადმომცესო, არ არის გამორიცხული სხვა პატრული მიუშვეს ერთი და იგივე რომ არ მისულიყო ამ გოგოსთან. პირველ ვიდეოში მომეჩვენა, რომ პატრულიც შეთამაშებული იყო. ყველამ იცის, რომ კამერა ჩართულია და შემდეგ მიდის ეს საუბარი. შესაძლოა პატრულმა არც იცოდა და ეს გოგო გამზადებული ტექსტით იმეორებს ცინარიძე, ჯანყარაშვილი და ასეთ გვარებს, მაშინ როცა იცის, რომ ყველაფერი იწერება. ეს საქმე უნდა გამოიძიონ. არ ვფიქრობ, რომ ამის გამო უნდა გადადგეს დავით ცინარიძე. გენ-ინსპექციამ უნდა ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს. მე არავის ციხეში ჩასმის მომხრე არ ვარ. მაგრამ გაირკვეს, ვიდეო -ხულიგნობაა თუ ჯგუფური აფიორა და რისთვის კეთდება, იქნებ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გეგმის ნაწილია?

გახსოვთ, არქიმანდრიტი ანთიმოზის საქმე, სასამართლომ ვერ დაამტკიცა, რომ მისი გინება იყო ჩაწერილი. ამაზე კი არ უნდა დასრულდეს გამოძიებები, უნდა გაირკვეს ვინ დაავალა, ვინ დაადო ხმა, დაამონტაჟა და გაავრცელა მასალა და რისთვის. 4-5 საქმეს ასე რომ გამოიძიებენ, სხვა ვერავინ გაბედავს იგივეს გაკეთებას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

სფეისის სწრაფი ონლაინ სესხი: თანამედროვე გამოსავალი თანამედროვე ადამიანებისთვის

"ენგურის ხიდზე ჩატარებული ტესტირების შედეგად, 1200 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ ორს დაუდასტურდა" - ეკატერინე ტიკარაძე

Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა