"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს

"ნაციონალებზე" ტელესერიალის მსახიობთა ნაწილი უკვე შერჩეულია - გოგა ხაინდრავა "9+1"-ს პირველ დეტალებს ამხელს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრულ ფილმს იღებს სათაურით "9+1".

როგორც ივანიშვილმა "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ფილმი მრავალსერიანი იქნება, დაახლობით 200 სერია. მხატვრული ფილმი ბერა ივანიშვილის სატელევიზო არხზე GDS-ზე გავა.

რა ტიპის იქნება ივანიშვილის მიერ დაანონსებული ფილმი, ამის შესახებ Ambebi.ge-ს რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრება.

- ბატონო გოგა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "9+1"-ის რეჟისორი თქვენ იქნებით, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის, მაგრამ უკვე მივიღე შემოთავაზება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტიპის ფილმი იქნება, ჩამოყალიბების პროცესში ვართ, შემოთავაზება უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე. ბევრი მიფიქრია მსგავსი ტიპის პროექტზე, ახლა ჩამოყალიბების პროცესში ვართ და რა იქნება, წინასწარ ვერ ვიტყვი. მოლაპარაკებებში GDS-იც არის ჩართული.

- როდიდან დაიწყებთ გადაღებას?

- თებერვლიდან დავიწყებთ მუშაობას. მარტივი პროექტი, მითუმეტეს კინო პროექტი ბუნებაში არ არსებობს. მე პროფესიით კინორეჟისორი ვარ, ეს საქმე ვიცი ყველაზე კარგად, ამიტომ არ მგონია, გამიჭირდეს გადაღება. ეს თემა კარგად ვიცი, საკუთარი მონახაზებიც მაქვს, პერსონაჟებსაც ვიცნობ და საბოლოოდ თუ გადაწყდება, რომ მე უნდა ვიყო ამის რეჟისორი, ნამდვილად არ გამიჭირდება პროექტის გაკეთება.

- კიდევ ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

- სხვის შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია.

- დოკუმენტური იქნება ფილმი?

- მხატვრული იქნება, დოკუმენტურ მასალას გადმოვცემთ მხატვრულად.

- რომელი მსახიობები გყავთ შერჩეული?

- მყავს რამდენიმე წარმოდგენილი, თუმცა ჯერ არაფერს ვიტყვი. ადრეც მიფიქრია ამ თემაზე ფილმის გადაღებაზე, ნოყიერ ნიადაგზე მივიღე შემოთავაზება. რაღაცები სულ იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კავშირშია ჩემს პროფესიასთან, კონფლიქტების მოგვარება და მინისტრობა ჩემი საქმე არ არის. ყველაზე კარგად ფილმის გადაღება ვიცი, ამის უნარიც მაქვს, გამოცდილებაც და პოტენციალიც. კარგად გადავიღებ ამ ფილმს.

- თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაერევა გადაღებებში?

- რას ნიშნავს ჩაერევა. ეს მითები და პოლიტიკური მაქინაციები იმ ხალხის მოგონილია, ვინც არასდროს ყოფილა მის მიმართ კეთილგანწყობილი. ბიძინა ივანიშვილი თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პროექტის შესახებ, მაგრამ კინოს მე გადავიღებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია