ქართულ ავტობაზარს მსუბუქმა პანიკამ ორგზის გადაუარა

ქართულ ავტობაზარს მსუბუქმა პანიკამ ორგზის გადაუარა

სავალუტო ცვლილებების გამო, ავტომობილების ქართულ ბაზარს მსუბუქმა პანიკამ ორგზის გადაუარა. პირველად - 2014 წლის ნოემბერში, როდესაც ლარის ვარდნამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია და მოსალოდნელი კრიზისის შიშით ავტომანქანების შეძენა დაიწყო. ბაზარი ამან ცოტათი გამოაცოცხლა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. იანვრის შუა რიცხვებიდან კი მანქანების რეალიზაცია თითქმის შეჩერდა და იმ ვითარებაში აღმოჩნდა, როგორშიც ნოემბრამდე იყო.

დილერები ამ ფაქტს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ პრობლემები ისედაც ჰქონდათ და სავალუტო კურსის ვარდნას მდგომარეობა არსებითად არ შეუცვლია. ვითარება მეტ-ნაკლებად საწვავზე ფასის შემცირებამ დააბალანსა. ეს უკანასკნელი ფაქტორი სტაბილურობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი აღმოჩნდა. იმპორტიორების განცხადებით, ბოლო დრომდე რეალიზაცია ისედაც შემცირებული იყო და ამ მხრივ ლარის გაუფასურებას მდგომარეობა დიდად არ შეუცვლია. მათი თქმით, ავტობიზნესში სიტუაცია კვლავ არასახარბიელოა.

კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე საუბრობს რამდენიმე მიზეზზე, რამაც ავტომობილების გაყიდვას საფრთხე შეუქმნა. მეზობელ ქვეყნებში იმპორტთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ავტობაზარი ისედაც დაზარალდა. ამას დაემატა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტდა.

"კურსის მკვეთრი ცვლილება გაყიდვას ყოველთვის საფრთხეს უქმნის. გაცილებით ცუდ სიტუაციას ველოდით, მაგრამ საწვავის გაიაფებამ რეალიზაციას მცირე ბიძგი მისცა. ასეთ პერიოდში მომხმარებელი განსაკუთრებით აქტიურია, მაგრამ ლარის ვარდნამ ეს პროცესი შეასუსტა. საწვავის სიიაფეს გაყიდვაზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ მყიდველს ცოტა სტიმული მაინც მისცა. ლარის კურსის დაბალანების შემთხვევაში, გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნებოდა. ჯერჯერობით მოხერხდა ის, რომ ტენდენცია შენარჩუნდა, ანუ დარჩა ისეთივე რთული, როგორიც აქამდე იყო. ისედაც გაუარესებული მდგომარეობა იყო და უფრო მეტად არ დამძიმებულა. ეს, რა თქმა უნდა, საწვავის ფასის წყალობით. ზოგადად, ცუდი სიტუაციაა, სასიკეთო ცვლილება არ ჩანს და არც გვაქვს ამის მოლოდინი. მთავრობა აღებული კურსით თუ გააგრძელებს საქმიანობას, პრობლემა კიდევ დიდხანს გვექნება. სტიმულირების მიზნით, ბაზარს ხელშეწყობა სჭირდება. როდესაც ხალხს არ აქვს სამსახური, ხოლო დასაქმებულისთვის შემოსავალი მცირდება, ავტომობილის შეძენა ოჯახისთვის არ არის პრიორიტეტი", - ამბობს ჯამაგიძე.

მისი ინფორმაციით ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის ბოლომდე რეალიზაციის უმნიშვნელო ზრდა შეინიშნებოდა, რაც კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული. "მართალია, გაყიდვამ მოიმატა, მაგრამ ბაზარს ეს ცვლილება დიდად არ დასტყობია, იმდენად დიდი პრობლემის წინ აღმოვჩნდით. საქმე ისაა, რომ რეალიზაციის ზრდა ძვირადღირებულ ავტომობილებს არ შეეხო, ძირითადად, 2000-დან 5000 დოლარად ღირებული მანქანები გაიყიდა

იხილეთ სტატია სრულად

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია