"გოა გენაცვალე" - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ კუნძულზე ქართული რესტორანი გაიხსნა

"გოა გენაცვალე" - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეგზოტიკურ კუნძულზე ქართული რესტორანი გაიხსნა

"გოა გენაცვალე", - ასე ქვია ქართულ კაფე ბარს, რომელიც ინდოეთში, გოაზე მდებარეობს. გოაზე, დაახლოებით 1 400 ადგილობრივი მოსახლეა, თუმცა ის არასდროს განიცდის ტურისტების სიმცირეს. ბოლო პერიოდში გოა ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდა. თანაც იმდენად, რომ ერთი ცნობილი ტელეწამყვანი ხუმრობს, მოსკოვი და სოჭი ბერლინმა და გოამ შეცვალაო...

რაც შეეხება გოაზე არსებულ ქართულ რესტორანს, იქ კლიენტებს ტრადიციული ქართული კერძებით უმასპინძლდებიან. აღსანიშნავია, რომ რესტორანს შოუ პროგრამაც აქვს, რაც ქართულ ცეკვასა და სიმღერას ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ იქამდე,  ვიდრე სტუმრები გასტრონომიულ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებენ, შუა ღამისას კი კლუბში DJ იწყებს დაკვრას.

აღსანიშნავია, რომ რესტორნის ძირითადი სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორიაა. ამაზე მეტყველებს რესტორანის გვერდი Facebook-ზე, რომელზეც ადმინისტრაცია სარეკლამო პოსტებს რუსულ ენაზე აქვეყნებს.

საერთო ჯამში "გოა გენაცვალე" კლიენტებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს, ქართულ კულტურას და ტექნო-მუსიკას ერთდროულად სთავაზობს და ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი მომხმარებელს ძალიან კმაყოფილს ტოვებს.

იხილეთ ფოტოგალერეა რესტორნიდან

რაც შეეხება თავად გოას, ის სახელგანთქმულია იმით, რომ შედის კუნძულებს შორის, სადაც ზამთარში ძალიან ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი დასვენება. გოა ინდოეთის შტატებიდან ყველაზე მცირე და ყველაზე ნაკლებად დასახლებულია. პორტუგალიის ყოფილი კოლონია, ულამაზესი 110 კილომეტრზე გადაჭიმული სანაპიროთი, უამრავი ბარითა და რესტორნით, აქტიური სოციალური ცხოვრებით გამოირჩევა. კუნძული განსაკუთრებულად გამოცოცხლებული ზამთრის სეზონზეა, როდესაც გოაზე გასათბობად უამრავი ევროპელი ტურისტი ჩადის.

ვიზა: ინდოეთის

ერთი კვირის ბიუჯეტი: €769,3

ცხოვრების ღირებულება: €447,1

ავტომობილის ქირა: €289,8

ვახშამი ოთხ ადამიანზე: €26,1

გამაგრილებელი სასმელი ორისთვის: €0,4

ლუდი ორისთვის: €0,5

1 ბოთლი რძე: €0,4

პური: €1,1

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია