დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა

დეპუტატი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. "საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი", - ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. ის ამ მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" პარტიული სიით შევიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია