რას ჰყვებიან გივი სიხარულიძის შვილიშვილები ბაბუაზე

რას ჰყვებიან გივი სიხარულიძის შვილიშვილები ბაბუაზე

მათი ბაბუა საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კაცია და რაც მთავარია, ყველა თაობის ადამიანში პოპულარობით სარგებლობს, იუმორისტები კი მის პაროდიას ხშირად აკეთებენ...

ცოტა ხნის წინ გივი სიხარულიძის ოჯახში მომიხდა მისვლა და მისი შესანიშნავი შვილიშვილები გავიცანი - ლიკა და საბა სიხარულიძეები მისი ერთ-ერთი ვაჟის, ჯაბას შვილები არიან...

- ბავშვებო, ვიდრე თქვენს ცნობილ ბაბუაზე ვისაუბრებდეთ, გამეცანით...

საბა:

- 18 წლის ვარ და "კავკასიის უნივერსიტეტში", პირველ კურსზე, ბიზნესის მიმართულებით ვსწავლობ.

ლიკა:

- მე 17 წლის ვარ, აბიტურიენტი გახლავართ. სკოლა-გიმნაზია "პირველში" ვსწავლობ. ჩვენ უფროსი და - რუსუდან სიხარულიძე გვყავს, რომელიც ფინანსისტია და თავისი სპეციალობით მუშაობს... ისე, მეც "თავისუფალ უნივერსიტეტში", ბიზნესის მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. მინდა, სხვა რაღაცებიც ვისწავლო. მაგალითად, ინსტრუმენტზე დაკვრა და ა.შ.

საბა:

- მე კი მომავალში მინდა, ჩემი ბიზნესი მქონდეს... სპორტიც მიზიდავს - კარატე, ცურვა, ჩოგბურთი.

- ბატონ გივიზე რას გვეტყვით?

ლიკა:

- ის ყველაზე მაგარი ბაბუაა. შვილიშვილებისთვის არაფერი ენანება. ყოველთვის, როცა გასაჭირში ვართ, მხარში გვიდგას... როცა სცალია, სულ ჩვენთან არის და იმისკენ გვიბიძგებს, რომ კარგად ვისწავლოთ, მომავალი კარგად დავგეგმოთ.

- საბა, ბაბუა შენს ასაკში სპორტით სერიოზულად ყოფილა დაკავებული, ამაზე მისი სურათებიც მეტყველებს. როგორ ფიქრობ, მას ჰგავხარ?

- შეიძლება, ძალიან არ ვგავარ, მაგრამ ბევრი რამ გვაქვს საერთო. ხომ გითხარით, სპორტული მეც ვარ. ცოტას, ხასიათითაც მამსგავსებენ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია