"ბოლო ერთი კვირაა, ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვთ და აგირავებენ" - ხალხმრავლობა თბილისის ლომბარდებში

"ბოლო ერთი კვირაა, ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვთ და აგირავებენ" - ხალხმრავლობა თბილისის ლომბარდებში

ბოლო ერთი კვირაა, რაც ლომბარდებში ძვირფასეულობის დაგირავების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ ფაქტს ლომბარდის თანამშრომლები მძიმე სოციალური ფონით, ახალი წლის დღესასწაულებით და ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებით ხსნიან.

ლომბარდები ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ის ბიზნესია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლის მიღმაა დარჩენილია და როგორც ექსპერტები უწოდებენ, ველური წესებით მუშაობს. შესაბამისად, ლომბარდის მეპატრონეები არც სახელმწიფოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი და კომერციული საიდუმლოს შენახვის საბაბით არ ასაჯაროებენ ინფორმაციას მათ მიერ გაცემული სესხებისა და მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ. ის, რომ ბოლო დროს მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა სალომბარდე სესხებზე გაიზარდა, BPN.GE-ს რამდენიმე ლომბარდში დაუდასტურეს. "მოსახლეობამ საახალწლოდ ბევრი ხარჯი გასწია, ამას დაემატა ზამთრის შვებულება, ლარის გაუფასურება, რამაც დოლარში აღებული ვალდებულებების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა და ამ ყველაფერმა ერთად ალბათ უბიძგა მოსახლეობას სალომბარდო სესხის აღების საჭიროებისკენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხალხს მუჭა-მუჭა ოქრო მოაქვთ და აგირავებენ. ზოგს ფული პირველადი საჭიროებისთვის სჭირდება, ზოგსაც სესხის დასაფარად",- გვითხრეს ერთ-ერთ ლომბარდში.

მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სალომბარდე ბიზნესი ფართოვდება და მათი რაოდენობა სწრაფად და თვალშისაცემად იზრდება. რაც შეეხება კონკურენციას, ლომბარდების ნაწილი ცდილობს, მომხმარებელი ჯარიმების არქონით მიიზიდოს, ზოგიც ძვირფასეულობის შეფასების მაღალი ტარიფით. საპროცენტო განაკვეთებს თუ გადავხედავთ, სესხის გაცემა თვიური 1,5%-დან 3%-მდე ხდება. აქაც, მნიშვნელობა აქვს რომელ ვალუტაში გსურთ სესხის მიღება. დოლარის შეთხვევაში პროცენტი იზრდება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია