წმინდა გაბრიელი პატრიარქზე, მოძღვრის პატივზე და ეკლესიიდან განდგომილებზე...

წმინდა გაბრიელი პატრიარქზე, მოძღვრის პატივზე და ეკლესიიდან განდგომილებზე...

წმინდა გაბრიელი მკაცრი იყო მათ მიმართ ვინც სამღვდელო პირებს განიკითხავდა. ერთხელ როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა მამა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:

- როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ, ხედავგადაყვლეფილი მაქვს დღე და ღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!

ერთხელ, გაბრიელ ბერმა სიონში შესვლისას დაინახა, რომ ზის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე , ხოლო სტიქაროსნები წინ გადაურბენენ- გადმოურბენენ. მივიდა მასთან მამა გაბრიელი და სიყვარულით უთხრა:

- კათალიკოსო,ეს რა არის, შენი სტიქაროსნები წინ, რომ დაგირბიან! სად არის კათალიკოსის პატივი?

როდესაც პატრიარქი სამთავროში მივიდა, გაბრიელ ბერი მოინახულა და სიმდაბლით სთხოვა, რომ საქართველოსთვის და მისთვის ელოცა.

- კათალიკოსი ხარ და შენ გმართებს ყველას დალოცვაო,-სიმდაბლითვე მიუგო გაბრიელ ბერმა.

ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ღმრთივ-გაბრძნობილი სიტყვით მიმართა მამა გაბრიელს:

- ხედავ, გაბრიელ, ჩვენს შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი-წოდება?!

ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა.

ერთ მღვდელმონაზონს მიმართა:

-კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით ,ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია,ოღონდ, სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს.

იგი არასწორ მოქმედებას მართალი სიტყვითა და გულახდილობით ამხელდა და თუ სახარების მცნება ირღვეოდა, თვით იერარქსაც არ დაერიდებოდა:

-სადაც საჭირო იყო ქრიტე განრისხდა. ეს ჩემი საქმეა და ღვთისგან მაქვს მომადლებულიო, -იტყოდა.

ერთმა მღვდელ-მონაზონმა, წირვის დროს, პატრიარქის მაგივრად გაბრიელ ბერი მოიხსენია. წირვის მერე, როდესაც იგი მასთან მივიდა, ისე, რომ არაფერი უთქვია, მამა გაბრიელმა მკაცრად მიმართა:

-მეორედ არ გაბედო ჩემი მოხსნიება, თორემ წირვა არ დადგება!

როცა თავად მამა გაბრიელი პატრიარქს უმიზეზოდ ლანძღავდა, იქ მჯდომმა მისმა მორჩილმა მღვდელმონაზონმა ნიკოლოზმა (მაქარაშვილი) თავი ვეღარ შეიკავა და მიმართა: არ მჯერა, მამა გაბრიელ, რასაც ამბობ!

მამა გაბრიელი მიუბრუნდა და უთხრა:

-არც უნდა დაიჯერო,-და ისევ გააგრძელა ხმამაღლა უწმინდესის ლანძღვა.

სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია