"ჯერ 3 საათი არ არის და 500 კაციანი დარბაზი გადატენილია" - ხალხმრავლობა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე

"ჯერ 3 საათი არ არის და 500 კაციანი დარბაზი გადატენილია" - ხალხმრავლობა ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე

"პატიმრობიდან ვაკვირდები ქართულ პოლიტიკას და ვხედავ, რომ ის ყოველთვის სავსეა ტურისტებით, დროებითი არცთუ სასიამოვნო სტუმრებით, ამასთანავე, თუ არა მეტი, არც ნაკლებია მათ შორის მტერი, ჩვეულებრივი მოღალატეები ჩვენი ქვეყნის, ამავდროულად შესაშური ერთგულების უნარით - ერთგულების მხოლოდ მტრისთვის...", -ეს არის ფრაგმენტი წიგნიდან "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი", რომელიც პატრიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დაწერა. წიგნის პრეზენტაცია თბილისის შემდეგ მის მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში იმართება, რომელსაც ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

ანი ნადარეიშვილი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც საპრეზენტაციო დარბაზშია გადაღებული.

"ჯერ 3 საათი არ არის და 500 კაციანი დარბაზი გადატენილია ზუგდიდი, ბაჩოს წიგნის პრეზენტაცია", - წერს ახალაიას მეუღლე "ფეისბუქზე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია