"რუსული ჩექმის ქვეშ მირჩევნია, ერთი ფერის ხალხი ვართ" - თბილისელი ქალბატონის პასუხმა მაყურებელი გააოცა

"რუსული ჩექმის ქვეშ მირჩევნია, ერთი ფერის ხალხი ვართ" - თბილისელი ქალბატონის პასუხმა მაყურებელი გააოცა

ხედავთ თუ არა რაიმე საფრთხეს, თუკი საქართველოში რუსული ინვესტიციები განხორციელდება? - ამ შეკითხვით "პალიტრა TV"-მ საზოგადოებას მიმართა [VIDEO].

პირველი რესპოდენტი, ქალბატონი:

"საქართველოში რუსული ინვესტიციები არ უნდა გამეორდეს და არც უცხოური, რადგან საფრთხეა საქართველოსთვის. მე ვხედავ ერთადერთ გამოსავალს, თუ ეროვნული ყრილობის გადაწყვეტილება აღსრულდება, საქართველო გახდება ნეიტრალური სახელმწიფო და ჩვენ თვითონ ჩვენს თავს მოვუვლით".

მეორე რესპოდენტი, ქალბატონი:

"არა, საფრთხეს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ პრაქტიკულად, ინვესტიციები უმეტესწილად მოდის რუსეთიდან და აქამდე თუ არ იყო საფრთხე, ახლა შეიქმნება საფრთხე?!".

მესამე რესპოდენტი, ქალბატონი:

"ვხედავ საფრთხეს, რადგან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებულები ვიქნებით რუსეთზე".

მეოთხე რესპოდენტი, მამაკაცი:

"რუსეთში არის ძალაუფლება იმათი, ვისაც თავის დროს ეძახდნენ შავრაზმელებს და თეთრგვარდიელებს და მათი კაპიტალი აქ რომ შემოვა, რას კააკეთებს, ხომ ხვდებით?!".

ყველაზე მეტი გამოხმაურება კი გამოკითხვის მეხუთე რესპოდენტ ქალბატონის მოსაზრებას მოჰყვა, რომელიც ამბობს, რომ ვერავითარ საფრთხეს ვერ ხედავს რუსულ ინვესტიციაში, და რომ ურჩევნია, რუსული ჩექმის ქვეშ იყოს, ვინაიდან ერთი სარწმუნოებისა და ერთი ფერის ხალხი ვართ.

"არავითარი საფრთხე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამერიკის ჩექმის ქვეშ ვიქნები, თუ რუსულის და მე მირჩევნია, რუსული ჩექმის ქვეშ ვიყო იმიტომ, რომ ერთი სარწმუნოების ხალხი ვართ, ერთი ფერის ხალხი ვართ და ჩვენი ახლო მეზობელია", - ამბობს ქალბატონი PalitraTV.ge-სთან საუბრისას [ნახეთ ვიდეო].

მის ამ პასუხს მძაფრი რეაქციები მოჰყვა ინტერნეტმომხარებელთა მხრიდან.

"მას ხმის უფლება უნდა ჩამოართვა, მოქალაქეობასთან ერთად";

"მონა ეძებს პატრონს...";

"ამასაც კომენტარი უნდა?!!";

"ეგ მაგარი იციან... ერთი სარწმუნეობის... ეგ ერთი სარწმუნეობის არის ლამის რომ გადაგაგვარათ!!!", - წერენ PalitraTV.ge-ზე მაყურებლები [კომენტარების ნახვა]

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია