რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის მეტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბოლო განახლება| ფოტორეპორტაჟი რუსთაველის მეტროდან, სადაც ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის მეტროსთან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს. როგორც ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მყოფი დამნაშავეები დასაჯოს. მისივე თქმით, როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა.

"სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ. კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა "ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აქციის წევრებმა იური ვაზაგაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ირმა ინაშვილის განცხადებით, დროა ქვეყანაში წინ წამოიწიონ ეროვნულმა ძალებმა, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით ქვეყანას გადაარჩენენ.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია იმართება იმისთვის, რომ ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა.

"ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვეღარ შეძლოს ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია